სადღესასწაულო მანდარინის რულეტი ერთი გრამი ფქვილის გარეშე

1951

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ საშობაო რულეტის რეცეპტს, განსაკუთრებული კრემითა და მანდარინებით, და რაც მთავარია, ერთი გრამი ფქვილის გარეშე. გემრიელია, ლამაზი და სადღესასწაულო! გააოცეთ სტუმრები ამ საოცარი დესერტით!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 5 კვერცხი
  • 80 გრ შაქარი
  • 60 გრ სიმინდის სახამებელი
  • 70 გრ მცენარეული ზეთი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • 1 მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 6-7 მანდარინი
  • 1 ჭიქა მანდარინის წვენი
  • 30 მლ ლიმონის წვენი
  • 80 გრ შაქარი
  • ½ ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • 20 გრ სიმინდის კრახმალი
  • 400 მლ ნაღები (33%)

მომზადება

1. მოამზადეთ კრემი: ჯამში ჩაყარეთ შაქარი, სახამებელი, მოურიეთ. თანდათანობით ჩაასხით მანდარინის წვენი, ლიმონის წვენი, ლიმონის ცედრა და მოურიეთ.

2. მიღებული მასა დადგით ნელ ცეცხლზე, აადუღეთ, მუდმივად ურიეთ სანამ შესქელდება. გადმოდგით და გააცივეთ.

3. მოამზადეთ ბისკვიტი: განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ცილა ათქვიფეთ ცოტაოდენ მარილთან. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული დარჩენილ შაქართან, დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი და კარგად ათქვიფეთ.

4. კვერცხის გულს დაუმატეთ ლიმონის ცედრა, შემდეგ სიმინდის სახამებელი, კარგად მოურიეთ.

5. დაამატეთ თანდათანობით ათქვეფილი ცილა, შემდეგ ზეთი.

6. დააფინეთ საცხობ ფორმაზე ფერგამენტი, წაუსვით ზეთი, მოათავსეთ ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წთ განმავლობაში.

7. ათქვიფეთ ნაღები, დაამატეთ ცივი ციტრუსის მასა, არომატული კრემი მზადაა!

8. დააფარეთ ცივ ბისკვიტს პერგამენტი, ფრთხილად გადააბრუნეთ, მოაცილეთ ქაღალდი.

9. გაფცქვენით მანდარინი. ბისკვიტს წაუსვით კრემი, დატოვეთ ცოტა მოსართავად. მოათავსეთ ფირფიტაზე მანდარინები, წაუსვით კრემი და ფრთხილად დაახვიეთ რულეტი. შედგით მაცივარში 1 საათით.

10. მორთეთ რულეტი კრემით, მანდარინის მარცვლებით და პიტნით. გემრიელად მიირთვით!

მოამზადეთ ეს საუცხოო რულეტი და გაახარეთ ოჯახის წევრები და ახლობლები. გაუზიარეთ მეგობრებს ეს რეცეპტი!