სადღესასწაულო თევზის სენდიჩები – 4 სახეობა

1121

სენდვიჩები ხიზილალით

ინგრედიენტები

  • 1 პური
  • 100გ წითელი ხიზილალა
  • 80გ კარაქი
  • 140გ ნაღების ყველი
  • კამა

მომზადება

  1. მოაჭერით პურს კანი. თითოეულ ნაჭერს წაუვსით ყველი, ხოლო გვერდებზე ოთახის ტემპერატურის კარაქი.
  2. წვრილად დაჭერით კამა და მოაყარეთ გვერდებზე.
  3. დარჩენილი კარაქი მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და გააფორმეთ რულეტები.
  4. დარჩენილ ადგილას მოათავსეთ ხიზილალა.

წასახემსებელი სენდვიჩები ქაშაყით და ყველით

ინგრედიენტები

  • 500გ პური
  • 140გ ნაღების ყველი
  • 80გ კარაქი
  • კამა
  • 200გ ქაშაყი
  • ზეთის ხილი
  • ოხრახუში

მომზადება

  1. ჭიქის მეშვეობით ამოჭერით პური მრგვლად.
  2. გვერდებზე წაუსვით ოთახის ტემპერატურის კარაქი და ამოავლეთ კამაში.
  3. ზემოდან წაუსვით ნაღების ყველი. მოათავსეთ თევზი და ზეთის ხილი. გააფორმეთ მწვანილით.

კანაპე ნაღების ყველით

ინგრედიენტები

  • 500გ პური
  • 100გ ნაღების ყველი
  • კამა
  • 200გ სიომგა

მომზადება

  1. დაჭერით პური საშუალო ზომის ნაჭრებად, ხოლო თევზი თხელ ფირფიტებად.
  2. წაუვსით ყველი სენდვიჩს და მოათასვეთ ზემოდან თევზი.

ყველის ხვეულები ორაგულით და კრემით

ინგრედიენტები

  • 200გ ყველი
  • 180გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 300გ ნაღების ყველი
  • 150მლ ნაღები
  • 15გ კამა
  • 180მლ რძე
  • 250გ ფქვილი
  • 300გ ორაგული
  • 0,5 ჩაის კოვზი სოდა
  • მარილი

მომზადება

1.ცომის მოსამზადებლად წვრილად გახეხეთ ყველი. დაუმატეთ რძე, გამღვალი კარაქი და კვერცხი. მოურიეთ. დაუმატეთ სოდანარევი გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.

2.გააცხელეთ ვაფელნიცა და მოამზადეთ ვაფლები. ცხელი ვაფლები შემოახვიეთ ფოლგას, რათა მივიღოთ სასურველი ფორმა.

3.შიგთავსის მოსამზადებლად, ათქვიფეთ ყველი, ნაღები, მარილი და კამა.

4.ვაფლში მოათავსეთ თევზი და მოასხით შიგთავსი.

გემრიელად მიირთვით!