გაზაფხული ვიტამინებით სავსე სალათების მომზადების პერიოდია. თანაც, ეს შეიძლება ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან გააკეთოთ. დღეს ჩვენ საინტერესო შეხამებას გთავაზობთ: ჭარხალი, ოსპი, ვაშლი. ეს კერძი ყველა სასარგებლო თვისებას ითავსებს. ყველის სახით კი ფეტა შესანიშნავად უხდება.
ადვილად მოსამზადებელი სალათი ანაყრებს და ორგანიზმს ყველა საჭირო ვიტამინებით ამარაგებს, თანაც, ძალიან გემრიელია. დიეტის დროსაც ნამდვილი მისწრებაა.
ინგრედიენტები
- 300 გრ ჭარხალი
- 150 გრ ოსპი
- 1-2 ც ვაშლი
- ბაზილიკი გემოვნებით
- 20 გრ მწვანე ხახვი
- 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ს.კ. ვაშლის ძმარი
- 150 გრ ყველი ფეტა
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- გამოაცხვეთ ან მოხარშეთ ჭარხალი. შემდეგ გათალეთ და დაჭერით კუბებად.
- გარეცხეთ ოსპი, დაასხით წყალი პროპორციით 1:3, მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაწურეთ.
- დაჭერით კუბებად გათლილი ვაშლი, დაჭერით წვრილად მწვანე ხახვი.
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ყველი, ძმარი, ზეთი და კარგად მოურიეთ. ბოლოს მოაყარეთ ბაზილიკი.
ასეთი სალათი სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი ინგრედიენტებისგანაა მომზადებული. თ რეცეპტი მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს!