ინგრედიენტები
- კვერცხი 5 ცალი
- კარაქი 200გ
- არაჟანი 2 სუფრის კოვზი
- შაქარი 300გ
- გამაფხვიერებელი 10გ
- ფქვილი 2,5 ჭიქა
- ვანილი
- მანდარინი
- ხაჭო 200გ
- ჟელატინი 10გ
- წვენი 200მლ
მოზმადება
- განაცალკევეთ 4 კვერცხის ცილა და გული. გულს დაუმატეთ რბილი კარაქი, არაჟანი, შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ ბლენდერში.
- ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა დაუმატეთ მასას, მოზილეთ ცომი.
- ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი და შაქარი (1 ჭიქა).
- ცილა ათქვიფეთ შაქართან (1 ჭიქა).
- ცომი ჩააფინეთ ცხიმიან გამოსაცხობ ფორმაში და ამოიყვანეთ კუთხეები. მოათავსეთ ხაჭოს შიგთავსი და ზემოდან გადაანაწილეთ ცილა.
- გამოაცხეთ 200 გრადუსზე 30-40 წუთი.
- ჟელატის დაუმატეთ წვენი (მე ვიყენებ საბავშვო წვენს).
- მზა ნამცხვარზე მოათავსეთ მანდარინები და მოასხით ჟელატინის მასა.
- შეინახეთ მაცივარში 3-4 საათი.
გემრიელად მიირთვით!