გაზაფხულის ყველაზე ნათელი და კეთილი დღესასწაული, აღდგომა, ახლოვდება. ყველა ოჯახში ამისთვის ძალიან სერიოზულად და გულმოდგინედ ემზადებიან. რა თქმა უნდა, ყველა დიასახლისი მსოფლიოში ყველაზე გემრიელ კერძს, სააღდგომო პასქას ამზადებს. შინ პასქის მომზადება კეთილ ნიშნად და მთელი წლით მთელი ოჯახის კურთხევად ითვლება.
პასქა სახლის პირობებში
ორი ერთნაირი პასქა არ არსებობს. ყველას აქვს თავისი საიდუმლო რეცეპტი, თავისი ხრიკი და გაფორმება. ზოგიერთ ოჯახში პასქის რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემა ძველ ლეგენდებთან და ისტორიებთან ერთად.
სააღდგომო პასქა ბიბლიური პური არაა, მაგრამ სადღესასწაულო სუფრის მთავარ კერძად ითვლება. ყოველწლიურად დიასახლისები პასქის გაფორმების ახალ მეთოდებს იგონებენ. ეკლესია ფერად გაფორმებას არ კრძალავს. მთავარია, რომ თემატური და კეთილი იყოს. პასქა სიყვარულით მოამზადეთ.
Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ მოხარშული ცომის რეცეპტს პასქისთვის. ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის, დიდხანს არ ხმება და ყველას მოსწონს.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ხორბლის ფქვილი
- 0,5 ლ ლიმონი
- 15-20 გ მშრალი საფუარი
- 7-8 კვერცხის გული
- 80 გ არაჟანი
- 100 გ კარაქი
- 50 მლ მცენარეული ზეთი
- 250 გ შაქარი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 200-250 გ ქიშმიში
- 10-20 გ ვანილი
- 1 ლიმონი
მომზადების წესი:
1. ცომის ხაში მოამზადეთ. ცოტა რძე ოდნავ შეათბეთ. 2 ს/კ შაქარი, საფუარი და მარილი დაუმატეთ. აურიეთ და პარკის ქვეშ სითბოში 15-20 წუთით გააჩერეთ.
2. ამ დროში ქიშმიში ცხელ წყალში 10 წუთით ჩაალბეთ. შემდეგ გადაწურეთ და ქაღალდით გაამშრალეთ.
3. ცომი მოამზადეთ. ცომის ხაშს დარჩენილი რძე, შაქარი, ვანილი და კვერცხის გულები დაუმატეთ. კარგად აურიეთ, თანდათან ფქვილი დაუმატეთ. ცომი 10 წუთით მოზილეთ, სანამ ხელზე აღარ მიგეკვრებათ. ცომს პირსახოცი ან პარკი დააფარეთ და 1 საათით სითბოში გააჩერეთ.
4. ამოსულ ცომს არაჟანი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ოთახის ტემპერატურის კარაქი დაუმატეთ. ცომს ქიშმიში და ლიმონის ცედრა დაუმატეთ.
5. მზა ცომს პირსახოცი ან პარკი დააფარეთ და 1 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ცომი სამ ნაწილად გაყავით. ამ რაოდენობის ცომიდან 3 დიდი და 4 საშუალო ზომის პასქა გამოდის. ფორმებში გადაანაწილეთ და 40 წუთით დაასვენეთ.
6. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. პასქები 30 წუთით აცხვეთ. ღუმელის კარი არ გააღოთ. ტემპერატურა 160 გრადუსამდე შეამცირეთ და 10 წუთით აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. მზა პასქები გემოვნებით გააფორმეთ.