რძის და კვერცხის გარეშე: ნაზი ფორთოხლის პეროგი

1667

დესერტები რძის და კვერცხის გარეშე ატკბობს მათ ცხოვრებას, ვინც მარხულობს. პეროგის, კექსის და კანფეტის ბევრი რეცეპტი არსებობს, რომელთა ჭამა ამ დღეებში ნებადართულია. სწორედ ამიტომ, მარხვის დროს ტკბილეულში შეზღუდვა საჭირო არაა. უბრალოდ შესაფერისი რეცეპტი იპოვეთ.

ფორთოხლის პეროგი ქიშმიშით ამაში დაგეხმარებათ. ზომიერად ტკბილი და ფაფუკი დესერტი თქვენს მაგიდას აუცილებლად დაამშვენებს. მისი გაჯერებული გემო და არომატი ყველას მოეწონება. მათაც, ვინც დესერტების მიმართ გულგრილია, ეს დესერტი მსუბუქი ტექსტურის გამო შეუყვარდებათ.

სამარხვო ფორთოხლის პეროგი: რეკომენდაციები

ფორთოხლის დესერტი სჯობს 22 სმ დიამეტრის ფორმაში გამოაცხოთ. ასე პეროგი საკმაოდ მაღალი და ლამაზი გამოვა. გემრიელი გარეგნობის მისაღებად ცომეულს შეგიძლიათ ნიგოზი დაუმატოთ, შემდეგ დააქუცმაცეთ და გასაფორმებლად გამოიყენეთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ფორთოხალი
  • 100 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • დარიჩინი გემოვნებით
  • 100 გ შაქარი
  • 250 გ ხორბლის ფქვილი
  • 100 გ ქიშმიში

მომზადების წესი:

1. ფორთოხლის ცედრა წვრილ სახეხზე გახეხეთ.

2. ციტრუსიდან 150 მლ წვენი გაწურეთ. შაქარი და დარიჩინი აურიეთ. მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

3. ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით. ცომი მოზილეთ.

4. ქიშმიში გარეცხეთ. ქიშმიში და 1 ს/კ ფორთოხლის ცედრა ცომს დაუმატეთ. აურიეთ. ცომი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაში ჩაასხით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.

მაგიდაზე გატანის წინ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. არ დაგენანოთ, უხვად მოაყარეთ. ულუფებად თამამად დაჭერით და მაგიდაზე გაიტანეთ. დროა, მაღაზიაში ფორთოხალი შეიძინოთ და ჰაეროვანი ტკბილეულის მომზადება დაიწყოთ. მის გემოს ოჯახის წევრები ღირსეულად დააფასებენ. ბევრი გააკეთეთ, რადგან არომატზე მეზობლებიც კარს მოგადგებიან.