რძისგან და წყლისგან მომზადებული ცომი, რამდენიმე დღის შემდეგაც ფაფუკია

1030

დღეს ჩვენ უგემრიელეს ფუნთუშებს მოვამზადებთ. მრავალფეროვანი შიგთავსი ამ კერძს აფერადებს.

ინგრედიენტები

  • 1კგ ფქვილი
  • 250მლ რძე
  • 250მლ წყალი
  • 6-7 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 12-15გ მშრალი საფუარი
  • 5-6 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 20გ ვანილი
  • 4 კვერცხი
  • 100გ კარაქი

შიგთავსისთვის

  • ყაყაჩო
  • შაქარი
  • ხაჭო
  • კვერცხი
  • ვანილი
  • კენკრა
  • სახამებელი

მომზადება

1.საფუარი გახსენით თბილ რძეში.

2.ცალკე ჯამში ათქვიფეთ 2 კვერცხი. დაუმატეთ რბილი კარაქი და შაქარი.

3.გახსნილ საფუარს დაუამტეთ კარაქის მასა, მოასხით ზეთი.

4.ფქვილს დაუმატეთ მარილი, წყალი და ვანილი. მიღებული მასა გააერთიანეთ კვერცხის მასასთან. მოზილეთ ცომი. დაელოდეთ მის ამოფუებას.

5.ამოიღეთ მზა ცომი და გაყავით 15-20 ნაწილად. თითოეულს მიეცით სასურველი ფორმა.

6.შიგთავსისთვის შემოგთავაზებთ 3 კომბინაციას: 1.ყაყაჩო და შაარი აურიეთ ერთმანეთს, გაცერით და გამოიყენეთ. 2. ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი და ვანილი, გაატარეთ ხორცსაკეპში და მზად არის. 3.კენკრა დაჭყლიტეთ და დაუმატეთ ცოტა სახამებელი.

7.წაუსვით 2 კვერცხი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!