პიცამ უკვე დიდი ხანი დაიპყრო მსოფლიო, არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. ყველას უყვარ ეს კერძი, მაგრამ ცომის მომზადება და წვალება არავის უყვარს.
ეს იდეა მართლაც გენიალურია!
ინგრედიენტები
- 200გ ფქვილი
- 2გ საფუარი
- 135გ წყალი
- 4გ ზეითუნის ზეთი ცოტა მარილი
მომზადება
1.ყველა ინგრედიენტი გადაურიეთ ერთმანეთს კოვზით, დააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ მთელი ღამე მაცივარში.
2.ასე გამოიყურება ცომი დილას.
3.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მასზე მოათავსეთ ცომი და ხელი ოდნავ ჩააჭირეთ, არ მოზილოთ!
5.ცომზე გადაანაწილეთ ინგრედიენტები თქვენი გემოვნებით.
6.გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 50 წუთი.
7.ამ მეთოდის გამოყენება საოცრად გაგიადვილებთ მზადების პროცესს.
8.პიცა გამოდის საოცრად გემრიელი და არომატული.
9.აუცილებლად მოამზადეთ!
გემრიელად მიირთვით!