სწრაფი ტორტი ფხვიერი ნამცხვრის და კარაქის გარეშე

585

თუ სტუმრები გზაში არიან ან ოჯახს მოულოდნელად გემრიელი დესერტის ჭამა მოუნდა, Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ, რომ საფირმო ტორტი–კექსი მოამზადოთ. მარტივი ინგრედიენტები სჭირდება და 15 წუთში გემრიელი და ლამაზი ტკბილეული მზად იქნება.

ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მსუბუქი ბისკვიტის ცომი და მარტივი არაჟნის კრემი. თქვენი გემოვნებით გააფორმეთ. შოკოლადი და კაკალი გამოიყენეთ, როგორც ამ რეცეპტშია, ან ფანტაზია ჩართეთ!

როგორ გამოვაცხოთ ტორტი–კექსი 15 წუთში

რეცეპტში კარაქი ან ფხვიერი ნამცხვარი არ შეგხვდებათ. გარდა ამისა, ღუმელის ან ქურის ჩართვაც არ მოგიწევთ. გემრიელი სწრაფი ტორტი მიკროტალღურ ღუმელში სწრაფად ცხვება.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 6 ს/კ რძე
  • 5 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 2 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 1 ჩ/კ ძმარი
  • რძიანი შოკოლადი გემოვნებით
  • შაქარი გემოვნებით
  • მწიკვი მარილი
  • 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 350 მლ არაჟანი
  • ნიგოზი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კვერცხი სათქვეფით მსუბუქად ათქვიფეთ. 6 ს/კ შაქარი და მწიკვი მარილი დაუმატეთ და აურიეთ.

2. კვერცხის მასას რძე დაასხით და კვლავ აურიეთ.

3. ფქვილი და კაკაო გაცერით, თხევადი ბისკვიტის ცომი გოროხების გარეშე მოზილეთ.

4. მცენარეული ზეთი და ძმრით ჩამქრალი სოდა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

5. ფორმაში გადაიტანეთ და მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ სიძლიერეზე 5 წუთით ჩართეთ. სიგნალის შემდეგ ბისკვიტი კიდევ 10 წუთი არ გამოიღოთ.

6. ამ დროში არაჟნის კრემი მოამზადეთ. არაჟანი (მინიმუმ 25%) შაქართან ერთად გასქელებამდე ათქვიფეთ. შაქრის ნაცვლად შეგიძლიათ შაქრის ფხვნილი გამოიყენოთ.

7. ბისკვიტი ღუმელიდან გამოიღეთ და ორ ნაწილად გაყავით. თუ ბისკვიტი ძალიან მაღალი გამოვიდა, შეგიძლიათ 3-4 ნაწილად დაყოთ.

8. არაჟანს კრემი წაუსვით, ფენები ერთმანეთს დაადეთ. მზა ტორტს ყველა მხრიდან არაჟნის კრემი წაუსვით.

9. დესერტი დაქუცმაცებული კაკლით და შოკოლადით გააფორმეთ.

ბისკვიტის ტორტის რეცეპტი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეცვალოთ. მაგალითად, კაკაო არა ბისკვიტს, არამედ კრემს დაუმატეთ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებაა, მაგრამ დესერტის გემო შეიცვლება. ბისკვიტი შეგიძლიათ სიროფით გაჟღინთოთ ან შიგთავსად მურაბა გამოიყენოთ. გემრიელად მიირთვით!