როცა დრო არ მაქვს, მაგრამ რაღაც ცხელის ჭამა მინდა, შიგთავსს ლავაშში ვახვევ და ღუმელში ვაგზავნი

229

დღეს საუზმეზე ჩემი ფავორიტი კერძი, ფარშირებული ლავაში მოვამზადე. სინამდვილეში რულეტია გემრიელი შიგთავსით, რომელიც შეგიძლიათ შეცვალოთ იმის მიხედვით, რა გაქვთ მაცივარში. საუზმის ასეთი კონცეფცია ძალიან მომწონს. ნახეთ, რა გამომივიდა.

ფარშირებული ლავაში

კერძი კარგია იმით, რომ მისთვის შიგთავსი თითქმის ნებისმიერი პროდუქტისგან შეგიძლიათ მოამზადოთ. მთავარია, ლავაში იყოს თხელი, ხოლო სოუსი მოგწონდეთ და სხვა ინგრედიენტებს კარგად ერწყმოდეს. ფანტაზიას გასაქანი მიეცით.

ინგრედიენტები:

  • 1 თხელი მართკუთხა ლავაში
  • 100 გ ხმელი ყველი
  • 100 გ ღორის ხორცი
  • 50-70 გ სტაფილო
  • 50-70 გ კომბოსტო
  • 1 კვერცხის გული
  • სოუსი გემოვნებით
  • მწვანე ხახვი ან მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ღუმელი ჩართეთ, რომ მზად იყოს იმ მომენტისთვის, როცა ლავაშს ღუმელში მოათავსებთ. 180-200 გრადუსზე ჩართეთ.

2. ლავაში გაშალეთ და სოუსი წაუსვით. მაიონეზის და კეტჩუპის ნარევი ან ნებისმიერი სხვა მზა სოუსი გამოიყენეთ. ჩემს შემთხვევაში ეს იყო ტკბილ–მჟავე სოუსი და მაიონეზი. მსხვილად გახეხილი სტაფილო და დაჭრილი კომბოსტო მოაყარეთ.

3. მწვანე ხახვი ან მწვანილი დაჭერით და ლავაშს დაუმატეთ. ყველი მსხვილად დაახეხეთ. ღორის ხორცის კუბები ან ნებისმიერი სხვა ხორცი დაჭერით.

4. ყველი და ხორცი ლავაშზე გადაიტანეთ და კარგად დაახვიეთ. რულეტს ათქვეფილი კვერცხის ცილა წაუსვით და ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ. ესეც მთელი სიბრძნე!

ფარშირებული ლავაში: რედაქციის რჩევა

სურვილისამებრ ლავაშს სეზამის ან ნებისმიერი სხვა თესლი მოაყარეთ. შიგთავსით ექსპერიმენტები ჩაატარეთ, ღორის ხორცის ნაცვლად ნებისმიერი სხვა ხორცი დაუმატეთ. თუ დიეტური კერძის მიღება გსურთ, მოხარშული ქათმის ხორცი გამოიყენეთ. ბევრი ახალი ბოსტნეული, მაგალითად, ბულგარული წიწაკა და პომიდორი დაუმატეთ.

ლავაშის კერძებზე ვგიჟდები, რადგან სწრაფად მზადდება და ნებისმიერი კულინარიული ფანტაზიის განხორციელების საშუალებას იძლევა. თან როგორც მარილიანი, ასევე ტკბილი კერძი შეგიძლიათ გააკეთოთ.