რომელი იტალიური გემრიელობის მომზადება შეგვიძლია უბრალო ხაჭოსგან

968

იტალიური ნამცხვარი “სოფფიონი” ერთ-ერთი უგემრიელესი დესერტია მთელს დედამიწაზე.

ტრადიციის მიხედვით მას რიკოტით ამზადებენ. მაგრამ თანამედროვე კონდიტერებმა უკვე დიდიხანია ეს ინგრედიენტეი ხაჭოთი ჩაანაცვლეს.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 1 კვერცხი
  • 40გ შაქარი
  • 150გ ფქვილი
  • 25გ კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის ქერქი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 200გ ხაჭო
  • 50გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1გ ვანილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ შაქარი, ლიმონის ქერქი და კვერცხი.

კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს, ამის შემდეგ დაუმატეთ გამღვალი კარაქი.

2.მიღებულ მასაში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.

მზა ცომი შეახვიეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 15-20 წუთი. ამასობაშ დაიწყეთ შიგთავსის მზადება.

დროის გასვლის შემდგ გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და გაყავით 6 ტოლ ნაწილად. თითოეული ნაწილი დაამრგვალეთ და გააბრტყელეთ ოთხკუთხედად. თითოეული კვადრატი კექსის ფორმაში ჩააფინეთ.

3.ახლა კი დავუბრუნდეთ შიგთავსის მზადებას. გამოწურეთ ხაჭო, რათა მეტად ერთგვაროვანი გახდეს. ხაჭოს დაუმატეთ შაქარი, კვერცხსი გული და მოურიეთ.

ყურადღბა! კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფეთ მისერით აქაფებამდე. ამის შემდეგ დაუმატეთ კრემს.

4.მზა ხაჭოს კრემი მოათავსეთ ფორმებში, ცომის კიდეები გადაფუთეთ.

ნამცხვრებს აუცილებლად დააფარეთ ფოლგა.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!