როგორ მოვხარშოთ სიმინდი გემრიელად

ზაფხულში ახალი სისმინდით ტკბობა ყველას უყვარს. რაც უფრო ახალია ტარო მით უფრო გემრიელია სიმინდი. ამბობენ, რომ ტაროს მოწყვეტის შემდეგ მომზადებამდე 4 საათზე მეტი დრო არ უნდა გავიდეს, რადგან მოკრეფის შემდეგ ქიმიური რეაქცია ხდება: შქარი სახამებლად გადაიქცევა. რაც შეეხება სიმინდის ხარშვას, ის არა წყალში, არამედ – რძეში უნდა მოხარშოთ.

როგორ მოვხარშოთ სიმინდი გემრიელად

ინგრედიენტები

  • 4 ცალი სიმინდის ტარო
  • 600 მილიგრამი წყალი
  • 1 ლიტრი რძე
  • 80 გრამი კარაქი
  • რამდენიმე ტოტი ბეგქონდარა
  • 1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესი

1. გაასუფთავეთ სიმინდი და საჭიროების შემთხვევაში შუაზე გატეხეთ

2. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და რძე. შემდეგ დაუმატეთ კარაქი, რამდენიმე ტოტი ბეგქონდარა და მარილი.

3. სიმინდის ტაროები ქვაბში მოათავსეთ და სითხის ადუღებიდან 10 წუთის განმავლობაში ხარშეთ

იმედი მაქვს მომზადების ასეთი წესი მოგეწონებათ, ის საკმაოდ სწრაფია და სიმინდი ძალიან გემრიელი გამოდის!