დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ძალიან ადვილი ქათმის წვნიანი კოტლეტების რეცეპტს. ასეთი რეცეპტები ხომ ყოველთვის პრიორიტეტია.
დაჭრილი კოტლეტები ქათმის ფარშისგან
ქათმის რბილი ხორცისა და წელვადი ყველის კომბინაცია ნებისმიერ გურმანს შეაცდენს. ასეთი კოტლეტები იდეალურია ზაფხულის ბოსტნეულის სალათებთან, წიწიბურასა და მაკარონთან.
ინგრედიენტები
- 3 ც ქათმის მკერდი
- 2 ც კვერცხი
- 70 გრ მაიონეზი ან სქელი არაჟანი
- 40 გრ ფქვილი
- 150 გრ ყველი
- ერთი კონა კამა
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი
1. წვრილად დაჭერით ქათმის მკერდი. იმის გამო, რომ კოტლეტი მზადდება არა ქათმის ფარშისგან, არამედ წვრილად დაჭრილი მკერდისგან, კერძი განსაკუთრებულად წვნიანი და მადისაღმძვრელი გამოდის.
2. მსხვილად დახეხეთ ყველი. ამ რეცეპტისთვის იდეალურია როგორც ყველი მოცარელა, ასევე სულგუნი, მაგრამ თუ არცერთი არ გაქვთ, ჩვეულებრივი მაგარი ყველი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
3. ძალიან წვრილად დაჭრილი კამა ჩაყარეთ თასში, დაუმატეთ ხორცი, კვერცხი, მაიონეზი, ფქვილი და ყველი. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად მოურიეთ. შეინახეთ ნაზავი მაცივარში რამდენიმე საათით.
4. გააცხელეთ ტაფა და დაასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, ნაზავისგან გააკეთეთ კოტლეტები და შეწვით ორივე მხარეს. გადაიტანეთ კოტლეტები ქაღალდის ხელსახოცზე და გააცივეთ.
კოტლეტი შეგიძლიათ მიირთვათ თქვენთვის სასურველ სოუსთან ერთად, ასე იგი უფრო გემრიელი იქნება. მის მომზადებას ნამდვილად არ ინანებთ!