ცუკატის იმიტომ არის კარგი, რომ მისი გამოყენება სამომავლოდაც შეიძლება. იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა დესერტის შიგთავსად. მოკლედ, ცუკატს საკმაოდ ბევრი სარგებელი აქვს.
გოგრის ცუკატები
ცუკატების მომზადება თუნდაც იმიტომ ღირს, რომ ხელთ ყოველთვის გქონდეთ სასარგებლო და გემრიელი ტკბილეული.
ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ცუკატები გოგრისგან.
ინგრედიენტები
- 2 კგ გოგრა
- 2 კგ შაქარი
- 1,5 ლ წყალი
- დარიჩინი გემოვნებით
- 2 ც ფორთოხალი
- მიხაკი
მომზადების წესი
1. კარგად გაასუფთავეთ გოგრა და დაჭერით კუბებად.
2. მოამზადეთ სიროფი: წყალში გახსენით შაქარი და მოადუღეთ.
3. დაჭრილი გოგრა გააჩერეთ სიროფში 5 წუთით. შემდეგ სიროფს მიხაკი და დარიჩინის პატარა ნატეხები დაუმატეთ. სასურველია დარიჩინი ზუსტად ისეთივე გამოიყენოთ, როგორიც ფოტოზეა მოცემული, რათა ცუკატებს ირგვლივ მოყავისფრო ნადები არ მოედოს.
არ დაგავიწყდეთ სიროფში ფორთოხლის წვენისა და ცედრის დამატება. ასევე შეგიძლიათ მის ნაცვლად ლიმონი გამოიყენოთ. გააჩნია, თქვენ რომლის არომატი უფრო მოგწონთ.
4. მოადუღეთ წყალი და დამატებით 5 წუთი კვლავ ადუღეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-ჯერ ან 5-ჯერ, რაც უფრო ხშირად მოადუღებთ ცუკატებს, მით უფრო ლამაზი და გემრიელი გამოგივათ.
5. სიროფი შეგიძლიათ გადაღვაროთ. ცუკატები დაალაგეთ ქაღალდზე და გამოაშრეთ. ამ პროცედურის დასაჩქარებლად შეგიძლიათ ცუკატები ღუმელში გამოაშროთ. ასე ბევრად ნაკლები დრო დაგჭირდებათ.
6. იმისათვის, რომ ცუკატები უსაფრთხოდ შეინახოთ, უმჯობესია ზემოდან სიმინდის სახამებელი მიმოაბნიოთ. მოათავსეთ ტკბილეული მინის კონტეინერში.
სულ ესაა, გემრიელი და სასარგებლო ტკბილეული მზადაა. გემრიელად მიირთვით!