შინდის შეჭამანდი ქართლსა და კახეთში პოპულარული წვნიანია, მას სეზონურად ამზადებენ.
ინგრედიენტები:
- შინდი 1 კგ ან შინდის კერკი 0,5 კგ
- ხახვი 3-4 თავი
- წყალი 2 ლ
- ფქვილი 3 სუფრის კოვზი
- პიტნა 50 გ
- ნიორი 2-3 კბილი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ახალი შინდი ან შინდის კერკი გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. მოხარშული შინდი ამოვიღოთ ქვაბიდან საწურზე, გადავავლოთ წყალი, რომ კურკა ადვილად მოვაცალოთ და ხელით მოვჭყლიტოთ.
- დაჭყლეტილი შინდი და წვრილად დაჭრილი ხახვი დავამატოთ ნახარშს და დავდგათ ასადუღებლად.
- მდუღარე შეჭამანდს ნელ-ნელა, განუწყვეტელი მორევით, დავამატოთ ცოტა რაოდენობის გაგრილებულ წვენში გახსნილი ფქვილი.
- 15 წუთის დუღილის შევაზავოთ მარილით, დავუმატოთ დაჭრილი ახალი პიტნა, დანაყილი ნიორი, წამოვადუღოთ და გადმოვდგათ. სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.