დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ორიგინალური ვიზუალის მქონე ღვეზელი, რომელსაც შოკოლადისა და თხილის პასტის უგემრიელესი შიგთავსი აქვს.
ცომის საფუარიანი ცომის წყალობით, რომელიც 2-ჯერ იზრდება მოცულობაში, დესერტი საოცრად ფაფუკი და ჰაეროვანი გამოდის. ეს ღვეზელი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს მისი არაორდინალური ფორმით.
ინგრედიენტები
- 600-700 გრ ფქვილი
- 100 გრ შაქარი
- 2 ც კვერცხი
- მწიკვით მარილი
- 1 კვერცხის გული
- 300 მლ რძე
- 50 გრ კარაქი
- 8 გრ საფუარი
- 200 გრ “ნუთელა”
მომზადების წესი
1. თბილ რძეს დაუმატეთ საფუარი და 1 ს.კ. შაქარი. მოურიეთ, გააჩერეთ სითბოში 10 წუთით.
2. ათქვიფეთ კვერცხი დარჩენილ შაქართან ერთად, დაუმატეთ საფუარისა და რძის ნარევს. გაცერით ფქვილი და მის ცენტრში ჩააღრმავეთ, მასში ჩაასხით გამდნარი კარაქი, თხევადი ნაზავი და დაუმატეთ მარილი. მოზილეთ რბილი ცომი და გააჩერეთ სითბოში 40 წუთით. აფუებული ცომი კვლავ მოზილეთ და სითბოში კიდევ 40 წუთით გააჩერეთ.
3. მაგიდაზე მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, კვლავ მოზილეთ ცომი და გაყავით 2 ნაწილად. თითოეული გაიყვანეთ 0,5-0,7 მმ სისქის ფირფიტებად და ჭიქით ან თასით ამოჭერით დიამეტრით 10 სმ-იანი წრეები.
4. ერთმანეთზე დაალაგეთ 4 წრე. საკონდიტრო ტომრით წაუსვით თხილის პასტა, შემდეგ მზა ღვეზელი გაჭერით შუაზე და გაახვიეთ რულეტივით.
5. საცხობ ფორმას წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და დაალაგეთ მასზე მზა ვარდები ერთმანეთისგან დაშორებით. გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ ზემოდან კვერცხის გული წაუსვით და მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25-30 წუთით.