დღეს ჩვენი რედაქცია გაგიმხელთ, თუ როგორ მოამზადოთ უგემრიელესი, დაუვიწყარი ქათმის რულეტი საშინაო პირობებში. გვერწმუნეთ, მის გემოს ვერასდროს დაივიწყებთ.
რულეტი ქათმის მკერდისგან
ინგრედიენტები
- 2 ც ქათმის მკერდი
- 3 ც მანდარინი
- 100 გრ ბერძნული კაკალი
- 100 გრ შავი ქლიავი კურკების გარეშე
- მარილი გემოვნებით
- შავი დაფქული პილპილი და სანელებლები გემოვნებით
მომზადების წესი
1. შავ ქლიავს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათითა და 30 წუთით.
2. გაარჩიეთ მანდარინი და დააცალკევეთ ლებნებად.
3. ქათმის მკერდს მოაშორეთ ძვლები, შემდეგ კი თითოეული მკერდი გაჭერით ორ თანაბარ ნაწილად. საჭრელ დაფას შემოახვიეთ საკვები ქაღალდი, მასზე დაალაგეთ მიღებული ქათმის მკერდის ნაჭრები და სამზარეულოს ჩაქუჩით გააბრტყელეთ.
4. შემდეგ მოაყარეთ ხორცს მარილი და პილპილი. სურვილისამებრ დაუმატეთ სანელებლები.
5. ბასრი დანით წვრილად დაჭერით ბერძნული თხილი (ან დააბლენდერეთ) და მიღებული მასის ნახევარი თანაბრად მოათავსეთ ქათმის ორივე მკერდში.
ზემოდან დაალაგეთ შავი ქლიავი, მის ზემოდან კი-მანდარინის ლებანი და მოაყარეთ დარჩენილი ბერძნული კაკალი.
6. ფრთხილად გაახვიეთ ქათმის მკერდი რულეტივით. შემდეგ გადაიტანეთ რულეტები ღრმა თავდახურულ ქვაბში და საშუალო ტემპერატურაზე ორთქლში მოამზადეთ 35-40 წუთის განმავლობაში.
მიირთვით კერძი ცივ მდგომარეობაში, იგი ასე ბევრად უფრო გემრიელი იქნება.