გემრიელი საუზმე – იდეალური დღის დასაწყისია. თუ თქვენ ტკბილეული გიყვართ, მაგრამ გასუქების გეშინიათ, ეს რეცეპტი დამიჯერეთ თქვენთვისაა.
ასეთი საუზმე ძალიან გემრიელი და სწრაფია.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 200გ
- გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
- შაქარი 2 ჩაის კოვზი
- მარილი
- კეფირი 5 სუფრის კოვზი
- გარგრის ჯემი 2 ჩაის კოვზი
- ვანილი 1 ჩაის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი 1 ჩაის კოვზი
- დარიჩინი 1 ჩაის კოვზი
- შაქრის ფხვნილი 1 ჩაის კოვზი
მომზადება
1.გაცრილ ფქვილს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი. მოაყრეთ დარიჩინი და ვანილი.
2.მშრალი ინგრედიენტები გადაურიეთ ერთმანეთშ. დაუმატეთ 5 სუფრის კოვზი კეფირი, მოზილეთ ცომი ხელით.
3.ცომი გაყავით 2 ნაწილად და გააბრტყელეთ ოთხკუთხედებად. თითოეულს წაუსვით 1 ჩაის კოვზი გარგრის ჯემი ან ნებისმიერი სხვა ჯემი.
4.ფირფიტები გადაკეცეთ და დააფიქსირეთ კუთხეები.
5.დახვეული ცომი მოათავსეთ ჭიქაში. გამოაცხეთ 90 წუთი 800ვატ სიმძლავრეზე. გათიშვის შემდეგ უცებ არ გამოიტანთ მიკროტალღურიდან, დაელოდეტ 1 წუთი.
6.მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!