როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ცომი კარაქის და კვერცხის გარეშე

2255

ჩვენ, მთელი ოჯახი მარხვას ვიცავთ. ჩვენთვის ეს სხეულის და სულის გაწმენდის და ნებისყოფის გამომუშავების მეთოდია. ამასთან მთელ ოჯახს ცომის, განსაკუთრებით ფენოვანი ცომის ნაწარმით პირის ჩატკბარუნება გვიყვარს. ერთდროულად სამარხვო და გემრიელი ცომის რეცეპტის პოვნა მომიწია და გამომივიდა კიდეც.

დღეს „გასტრონომია“ სწრაფი შინაურული ფენოვანი ცომის რეცეპტს გიზიარებთ. ამის წყალობით მარხვაშიც კი გემრიელი საკონდიტრო ნაწარმით ისიამოვნებთ.

როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ცომი

ინგრედიენტები:

  • 600 გრ ფქვილი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 1/3 ჩ/კ ლიმონის მჟავა
  • 2 ს/კ შაქარი
  • 320 მლ წყალი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება:

1. პირველ რიგში, ზეითუნის ზეთი მაცივარში 30 წუთით შედეთ, რომ ოდნავ გასქელდეს.

2. ფქვილი, სოდა, შაქარი და მარილი აურიეთ.

3. ცოტ–ცოტა წყალი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ის რბილი და ელასტიკური უნდა გამოვიდეს.

4. ცომი პარკში გაახვიეთ და დაახლოებით 20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ცომი კვლავ ჩაზილეთ და რაც შეიძლება თხლად გააბრტყელეთ.

5. ცომის ფირფიტას ზეითუნის ზეთი წაუსვით. ცომი ორ ნაწილად გაყავით და ერთი მეორეს ზეთწასმული მხრიდან ზემოთ დაადეთ. ცომი საკვები პარკით დაახვიეთ. საყინულეში 15 წუთით შეინახეთ.

6. ცომი საყინულიდან გამოიღეთ, ერთ ფირფიტად გააბრტყელეთ. ახლა შეგიძლიათ ყველაზე საინტერესო ნაწილს შეუდგეთ – გამოცხობა.

შიგთავსის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რამ – მურაბა, კაკალი, ხილი. ჩვენ ფენოვანი ცომიდან ჯემის პეროგს ხშირად ვამზადებთ. უსაფუარო, ფენოვანი ცომის ნაწარმი მსუბუქი და ჰაეროვანი გამოვა. თქვენ შეგიძლიათ შიგთავსის გარეშე გამოაცხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი გაგახარებთ, ხოლო ცომის რეცეპტი კულინარიულ წიგნში მოხვდება. თქვენ გაქვთ საყვარელი რეცეპტი მარხვის პერიოდში?