ბაქლავა იმდენად წვნიანი, ლამაზი და გემრიელია, რომ მასზე უარის თქმა შეუძლებელია.
დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ბაქლავა სახლის პირობებში.
სახლში მომზადებული ბაქლავა
ინგრედიენტები
- 4 ჭიქა ფქვილი
- 300 გრ კარაქი
- 4 ც კვერცხი
- 300 გრ არაჟანი
- 2 ჭიქა შაქარი
- 300 გრ ნიგოზი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 4 ს.კ. თაფლი
მომზადების წესი
1. გაცრილ ფქვილს გაუკეთეთ პატარა ხვრელები და ჩაასხით გამდნარი კარაქი, რომ მიიღოთ მშრალი, დანაწევრებული მასა.
2. შეურიეთ სოდა არაჟანში. ფქვილის მასას გაუკეთეთ ერთი ხვრელი და ჩაყარეთ 3 ცალი კვერცხის გული. შემდეგ კი დაუმატეთ არაჟანისა და სოდის ნაზავი და მოზილეთ ცომი.
3. ცომი უნდა იყოს რბილი. გაყავით იგი ერთ დიდ და ორ შედარებით პატარა ნაწილებად. შემდეგ კი შეინახეთ მაცივარში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
4. სანამ ცომი მაცივარშია, მოამზადეთ შიგთავსი. კაკლებიდან ამოარჩიეთ 40 მთლიანი ლებანი ან მაქსიმალურად სწორი მეოთხედი, სწორად რომ დალაგდეს. დარჩენილი კაკალი კი წვრილად დაჭერით დანით ან ბლენდერის მეშვეობით დააქუცმაცეთ და დაუმატეთ შაქარი.
5. ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა (ერთი კვერცხის გული შეინახეთ ცომის ფენაზე წასასმელად) შაქართად ერთად. აიღეთ ცომის ერთი ნაჭერი და 0,5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. ცომის ფენა მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და წაუსვით კვერცხის გული, შემდეგ კი თანაბრად მოაყარეთ კაკლისა და შაქრის ნაზავი.
6. დააფინეთ ზემოდან მეორე ფენა და იგივე გაიმეორეთ. შემდეგ გააბრტყელეთ ცომის ყველაზე დიდი ნაჭერი და გადააფინეთ ორივე ფენას და კიდეები შეაწებეთ. ბაქლავას ზემოდან წაუსვით კვერცხის გული.
7. დაჭერით ბაქლავა ნაჭრებად. თითოეულ ნაჭერს დაადეთ ზემოდან კაკლის ნახევარი ლებანი და შედგით ღუმელში. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროს ფერს არ მიიღებს.
8. გამომცხვარ ბაქლავას ზემოდან მსუბუქად წაუსვით თაფლი და შედგით ღუმელში კიდევ 5 წუთით. შემდეგ კი აცადეთ გაცივება და დატკბით უგემრიელესი დესერტით.
როგორც ხედავთ, ბაქლავის მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია. იგი ძალიან გემრიელია ჩაისთან ან ყავასთან.