როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი კარტოფილის ჩხირები მარტივად.

2037

საჭმლის კულტურა იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია მისი ერთ მაგიდაზე წარმოდგენა. სუფრაზე ჯდომისას ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ, ძეხვითა და ხახვის რგოლებით დამშვენებულ თეფშზე ჯოხზე წამოცმული ოქროსფერი ჩხირები. დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ უმარტივეს რეცეპტს მათ მოსამზადებლად.

ხრაშუნა კარტოფილი ჯოხზე-ეს არის კერძი, რომელზეც ვერცერთი სტუმარი ვერ იტყვის უარს და რაც მთავარია ის სულაც არ ჰგავს კარტოფილ ფრის. მისი მომზადება კი უმარტივესია.კარტოფილის პიურეში უნდა დაამატოთ ლორი ან ყველი, რაც გემოს მრავალფეროვნებას შესძენს, ამის შემდეგ კი მასას  უნდა მივცეთ ძეხვის ფორმა. გარეთა ნაწილს შეგვიძლია მოვაყაროთ საფანელი, ჩიფსი, ან მაკარონის ნამსხვრევები.

იგრედიენტები

  • კარტოფილი-1.5 კგ
  • საფანელი-70გ
  • კვერცხი-3ცალი
  • მარილი-გემოვნებით
  • ხორბლის ფქვილი-100გრ
  • ლორი-100გრ
  • კარაქი-50გრ
  • მუსკატის კაკალი-გემოვნებით
  • შავი წიწაკა(დაფქული)-გემოვნებით
მომზადება
  1. გახეხილი და მსხვილად დაჭრილი კარტოფილი მოხარშეთ მარილიან წყალში.მოხარშვის შემდეგ დაჭყლიტეთ ისე , რომ  მიიღოთ პიურეს კონსისტენციის მასა.
  2. კარტოფილის პიურეში დაამატეთ კვერცხის გული,დარბილებული კარაქი,წვრილად დაჭრილი ლორი,მარილი,მუსკატის კაკალი,მწვანილი და კარგად მოურიეთ.
  3. დარჩენილი ცილა გაყავით ორ ნაწილად.ერთი ნაწილი თქვიფეთ მყარი მასის მიღებამდე  და შეურით პიურეს, ხოლო მეორე ნაწილი გარედან წასასმელად შეინახეთ.
  4. მაგიდაზე მოფანტეთ ფქვილი და კარტოფილის პიურეს მიეცით ძეხვის ფორმა. შედეგად მიღებული მასა დაჭერით თანაბარ ნაწილებად.
  5. კარტოფილის თითოეული ჯოხი ამოავლეთ ცილაში, ზემოდან მოაყარეთ საფანელი და შეწვით მცენარეულ ზეთში ოქროსფერის მიღებამდე. და უგემრიელესი კარტოფილიც მზადაა! მიირთვით და ისიამოვნეთ.

კარტოფილის ჩხირები გარედან ხრაშუნაა შიგნით კი ურბილესია. მათი მომზადებისას სულაც არ არის აუცილებელი ჩხირებს ძეხვის ფორმა მისცეთ.უფრო მრავალფეროვანი გემოსათვის პიურეში შეგიძლიათ ჩაამატოთ გახეხილი ყველი, მერწმუნეთ არ ინანებთ. ეს კერძი მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მარტივი მოსამზადებელია ძალიან ბევრი რესტორნის მენიუში იწონებს თავს.