როგორ მოვამზადოთ ტოსკანური პაშტეტი

2271
Fresh pate with bread on wooden table

ღვიძლის პაშტეტი – საუკეთესო შიგთავსია სენდვიჩებისთვის. ამ ნაზი პაშტეტის მომზადება ძლიან მარტივია, მაგრამ არსებობს რამდენიმე ხერხი რომლის მეშვეობითაც ის იდეალური გამოდის.

პაშტეტი ქათმის ღვიძლით და ხახვით

დღეს ჩვენ მოვამზადებთ კლასიკურ პაშტეტს ძალიან მარტივი და ხემისაწვდომი ინგრედიენტებისგან. პაშტეტი ქათმის ღვიძლით, კარაქით, ხახვით და ძმრით გამოდის საოცრად გემრიელი. საახალწლო სუფრაც შეგიძლიათ დაამშვენოთ ამ კერძით.

თუ გინდათ ისეთ პაშტეტის მომზადება, რომ სტუმრები გააოგნოთ მაშინ გააგრძელეთ კითხვა. ამ სტატიაში რეცეპტის გარდა გაგიზიარებთ მომზადების საიდუმლო ხერხებს.

პაშტეტის სენდვიჩები ძალიან უხდება საახალწლო მაგისა, მაგრა სხვა სახის და შემადგენლობის სენდვიჩებიც არ იქნება ცუდი.

იმ სტუმრებთათვის ვინცა არ მიირთმევს ხორცს გათავაზობთ ჭარხლისა და სტაფილოს ბურთულების მომზადებას. ეს ნამდვილად მოეწონებათ მათ!

რათქმაუნდა არცერთი სუფრა არ იშლება ქაშაყის კერძის გარეშე. გალაამაზეთ და მორთეთ თქვენი საახალწლო მაგიდა, დახვდით ახალ წელს მომზადებულები.

ინგრედიენტები

  • 500გ ქათმის ღვიძლი
  • 350გ ხახვი
  • 150გ კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი
  • 20გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ბექონდარა
  • ნიგოზი

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ ღვიძლი. იმისათვის, რომ პაშტეტმა არ მიიღოს მწარე გემო, ღვიძლი რძეში გააჩერეთ 1 საათით.

2.ზეიტუნის ზეტში კარგად შეწვით ღვიძლი. სანამ ღვიძლს ტაფაზე მოათვასებთ მანამდე მას მოაყარეთ შაქარი. შეწვის შემდეგ კარგად დაამარილეთ.

3.ხახვი დაჭერიტ კუბიკებად და მოათავსეთ იმავე ტაფაზე, რომელზეც შეწვით ღვიძლი. ღვიძლი გადაიტანეთ ცალკე ჯამში.

4.ხახვი შეწვით 5 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ შაქარი, მარილი, სანელებლები და მოასხით ძმარი.

5.ბლენდერში მოათავსეთ ღვიძლი, შაქარი, ხახვი და 100გ კარაქი. დააბლენდერეთ ინგრედიენტები.

6.პაშტეტი მოათვასეთ შესაბამი ჭურჭელში, ზემოდან მოასხით გამღვალი კარაქი და შეინახეთ მაცივარში.

7.გააჩერეთ მთლიანი ღამე და ამის შემდეგ მიირთვით. ამ კერძს ძალიან უხდება მჟავე ჯემი.

რეცეპტი შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ და დაუმატოთ სტაფილო. ასეთ შემთხვევაში გახეხეთ დიდი რაოდენობით სტაფილო და დაუმატეთ კერძს. ხახვი და სტაფილო შეგიძლიათ შეწვათ კარაქში.

პაშტეტი – ეს არ არის სასარგებლო კერძი საკვები ნივთიერებების ბალანსისა და შემცველობის თვალსაზრისით, თუმცა ძალიან უხდება დღესასწაულებს. ხანდახან შეგიძლიათ დაასაჩუქროთ თქვენი თავი ასეთი საოცარი კერძით.