საახალწლო მაგიდა აუცილებლად უნდა გავალამაზოთ ლამაზი და არა მხოლოდ გემრიელი კერძებით. თუ თქვენ არ გადაგიწყვეტიათ, რომელი სალათით დაამშვენებთ თქვენს საახალწლო სუფრას, მაშინ ეს რეცეპტი ყურადღებით წაიკითხეთ. დღს ჩვენ გთავაზობთ უგემრიელეს სალათს მოხარშული საქონლის ხორცით და კვერცხით.
სალათი მოხარშული საქონლის ხორცით
ჯერ მარო ხორცის, კვერცხის, ყველის და ანანასის შეხამება რა საოცრად ჟღერს! რაც მთავარია – ეს სალათი არ გასინჯოთ პირველი, რადგან იმდენად მოგეწონებათ, რომ სხვა კერძის დაგემოვნებაზე არც კი იფიქრებთ. სალათი უნიკალურია იმით, რომ ის შეკაზმული სახლში მომზადებული სოუსით და რაც მთავარია საოცრად ალამაზებს საახალწლო მაგიდას.
ინგრედიენტები სალათისთვის
- 200გ საქონლის ხორცი
- 200გ ანანასი
- 4 კვერცხი
- 3 მწყერის კვერცხი
- 100გ ნიგოზი
- 150გ ყველი
ინგრედიენტები სოუსისთვის
- 150გ არაჟანი
- 2 გული
- 1 ჩაის კოვზი მდოგვი
- 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1.ხორცი მოხარშეთ ან გამოაცხვეთ ფოლგაში, ასე ხორცი გახდება მეტად წვნიანი და რბილი.
2.მშრალ ტაფაზე შეწვით დაჭრილი ნიგოზი.
3.მსხვილად გახეხეთ 100გ ყველი.
4.მოხარშეთ კვერცხი.
5.ბლენდერში მოათავსეთ 2 მოხარშული კვერცხის გული, მდოგვი, მცენარეული ზეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის), ლიმონის წვენი, არაჟანი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
6.წვრილად დაჭერით მოხარშული ან შემწვარი ხორცი, ხოლო კვერცხი დაჭერით კუბიკებად. ასევე კუბიკეად დაჭერით ანანასიც.
7.სალათი ფენებად დაალაგეთ ბრტყელ თეფშზე, გამოიყენეთ სპეციალური წრე 10სმ დიამეტრით. პირველი ფენა – ხორცი, მეორე – ანანასი.
მეორე ფენას ზემოდან წაუსვით სოუსი. მესამე ფენა – ნიდოზი, მეოთხე ფენა კვერცხი 1 სუფრის კოვზ სოუსთან ერთად.
8.მეხუთე ფენა – გახეხილი ყველი სოუსთან ერთად. ამის შემდეგ დანარჩენი ფენებიც მსგავსად დაალაგეთ.
9.ყველი და კვრცხის გული წვრილად გახეხეთ დეკორაციისთვის.
10.სალათს გვერდიდან წაუსვით სოუსი და მოაყართ ყველი.
11.გაასუფთავეთ მწყერის კვერცხი, მიამაგრეთ ზეთის ხილისგან ამოჭრილი ცხვირი და თავლები. ყველისგან კი ამოჭერით ყურები. პატარა წრუწუნები დასვით სალათზე. უგემრიელესი სალათიც მზად არის!
ხორცის სალათები ყოველთვის ძალიან გემრიელია. მათ გარდა საახალწლო სუფრაზე არაფრის დაგემოვნება აღარ მოგინდებათ. მოამზადეთ და შეხვდით ახალწელს ახალი კერძით.