მე ძალიან მიყვარს ბროკოლი, თითქმის ყველა კერძში ვიყენებ მას. ერთხელაც გავშინჯე ეს რულეტი და უკვე ვეღარ ვჩერდები, კვირაში ერთხელმაინც ვამზადებს მას.
კერძი გამოდის ნაზი, გემრიელი და საოცრად არომატული.
ინგრედიენტები
- ქათმის ფილე 3 ცალი
- პომიდორი ჩერრი 12ცალი
- ბროკოლი 150გ
- ნაღების ყველი 200გ
- მარილი და ბარბექიუს სოუსი
მომზადება
- დაჭერით ფილე წვრილად, მოაყარეთ მარილი და წაუსვით ბარბექიუს სოუსი. 4 ნაჭერზე მოათავსეთ პომიდორი და გადაახვიეთ რულეტისამებრ.
- საცხობი ფორმის ძირას მოათავსეთ 4 პომიდვრიანი რულეტი, წაუსვით ნაღების ყველი. შემდეგი ფენა – ბროკოლი.
- გადაახვიეთ რულეტი და მოათავსეთ ქათმის ფილე. წაუსვით რულეტს ბარბექიუს სოუსი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.
გემრიელად მიირთვით!