როგორ მოვამზადოთ ნოყიერი პიცა სახლის პირობებში

2410

პიცა იტალიური სამზარეულოს შედევრად ითვლება, მაგრამ მისი მომზადება სახლის პირობებში უმარტივესია.

ამ კერძის მომზადება დამწყებ დიასახლისსაც შეუძლია. განსაკუთრებით გემრიელია სახლის პირობებში მომზადებული პიცა.

უგემრიელეისი პიცა სახლის პირობებში

ამბობენ, რომ გამოუცდელი დიასახლისისთვის ყველაზე რთულია ცომის მომზადება. ამიტომაც ბევრი მას მაღაზიებში ყიდულობს.

პიცის მოსამზადებლად აუცილებელია ცომი, ამიტომაც ჩვენ გთავაზობთ მისი მომზადების ორ ვარიანტს.

სახლში მომზადებული ცომი პიცისთვის

ინგრედიენტები

  • 580გ ფქვილი
  • 400მლ წყალი
  • 35გ ახალი საფუარი
  • 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი

მომზადება

1.საფუარი გახსენით წყალში.

2.გასნილი საფუარის მასა მოათავსეთ ჯამში.

3.დაუმატეთ მცენარეული ზეთი, მარილი და შაქარი.

4.დაუმატეთ ფქვილი.

5.დაიწყეთ ცომის ზელვა.

6.პურის საცხობში აირჩიეთ ცომის ზელვის რეჟიმი.

7.თავიდან ცომი გამოდის ძალიან რბილი, მაგრამ შემდეგ ის ხდება ნაკლებად წებვადი და მკვრივი.

8.მოზილეთ ცომი და დატოვეთ ამოსაფუებლად 1 საათით.

9.მზა ცომი მოათავსეთ ფქვილით დამუშავებულ მაგიდაზე.

10.ცომი გახავით 6 ნაწილად და თითოეულს მიეცით ბურთის ფორმა.

11.გააბრტყელეთ ბურთულა და მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმააზე.

12.გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 5-6 წუთი.

13.ამასობაში ცომი გამოცხვება, მაგრამ იქნება ღუა ფერის.

14.გამომცხვარი ცომი გადმოიღეთ ღუმელიდან.

15.თუ ამ ცომის შენახვა გინდათ, მაშინ შეფუთეთ და მოათავსეთ საყინულეში.

თუ გადაწყვიტეთ პიცის მომზადება, ცომზე მოასხით სოუსი და თანაბრად გადაანაწილეთ მთელს ზედაპირზე. შეკაზმეთ თქვენთვის სასურველი ინგრედიენტებით და დააბრუნეთ ღუმელში.

უგემრიელესი ცომი პიცისთვის 

ინგრედიენტები

  • 1 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 150მლ თბილი წყალი
  • 0,5 ჩაის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადება

1.წყალში გახსენით შაქარი, დაუმატეთ საფუარი და მოათსვსეთ სითბოში 10 წუთი.

2.დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მარილი, ზეთი, მომზადებული საფუარი.

3.მოზილეთ ცომი, მიეცით ბურთის ფორმა და სითბოში მოათავსეთ 1 საათი (ცომი უნდა ამოფუვდეს).

4.შემდეგ კიდევ ერთხელ მოზილეთ და გაყავით 2 ნაწილად, გააბრტყელეთ მრგვლად.

5.დაუმატეთ შესაკაზმი ინგრედიენტები და გამოაცხვეთ.

პიცა “მშვენიერი”

ინგრედიენტები

  • 6 სოსისი
  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 2 პომიდორი
  • 200გ ყველი
  • 2 მდნარი ყველი
  • 2-3 სუფრის კოვზი ტომატ პასტა
  • მაიონეზი და ოხრახუში გემოვნებით

მომზადება

1. ცომს წაუსვით ტომატ პასტა ან კეჩუპი.

2.მოაყარეთ ხახვი, დაჭრილი სოსისი, წიწაკა, მდნარი ყველი. მოასხით მაიონეზი.

3.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.

4.შემდეგ მოათავსეთ მრგვლად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ ოხრახუში და გახეხეილი ყველი.

5.გამოაცხვეთ პიცა კიდევ 5 წუთი.

6.გემირიელად მიირთვით!

სახლის პიცა

ინგრედიენტები

  • 200გ სოკო
  • 200გ ყველი
  • 150გ რბილი ყველი
  • 250გ ლორი ან ძეხვი
  • 1 პომიდორი
  • 1/2 ხახვი
  • 3-4 სუფრის კოვზი კეჩუპი
  • ახალი წიწაკა, მწნილი კიტრი, სიმინდი გემოვნებით
  • მაიონეზი გემოვნებით
  • ახალი მწვანილი დეკორისთვის

ინგრედიენტები

1.ცომი მოათსვეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.

2.ლამაზად გადაკეცეთ პიცის კუთხეები.

3.წაუსვით მაიონეზი ან კეჩუპი.

4.ხახვი დაჭერით მრგვლად, სოკო ფირფიტებად, ძეხვი კუბიკებად, პომიდორი მრგვლად.

5.შესაკაზმი ინგრედიენტები მოათავსეთ ფენობით: ძეხვი, სოკო, ხახვი, პომიდორი, ცოტა სიმინდი და გახეხილი ყველი.

6.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20-30 წუთი.

7.მზა პიცა მოღტეთ ახალი მწვანილით და დააგემოვნეთ.

სოფლის პიცა

ინგრედიენტები

  • 250გ ხაჭო
  • 100გ მწვანე ხახვი
  • 250გ ქათმის ფილე
  • 100გ ყველი
  • 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
  • შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება

1.წვრილად დაჭერით მწვანილი, აურიეთ ხაჭოს, დაუმატეთ მარილი და წიწაკა.

2.დაწეწეთ ქათმის ფილე.

3.გახეხეთ ყველი.

4.ცომის წრეებს მოაყარეთ მანანის ბურღული.

5.ზედაპირზე გადაანაწილეთ ხაჭო, შემდეგ ფილე და ყველი.

6.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20-25 წუთი.

7.გემრიელად მიირთვით!

პიცა “საყვარელი”

ინგრედიენტები

  • 2 სუფრის კოვზი ტომატ პასტა
  • 300გ ქათმის ფარში
  • 1 ხახვი
  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 2-3 პომიდორი
  • 1/2 კონა ოხრახუში
  • 200გ ყველი
  • 150გ ბრინზა
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გარეცხეთ ფარში, საშუალო დონემდე შეწვით ტაფაზე.

2.ცომს წაუსვით ტომატ პასტა, მოაყარეთ დაჭრილი ხახვი, მოათავსეთ ფარში, ბულგარული წიწაკა, მარილი, მწვანილი და წიწაკა.

3.გამოაცხვეთ 220 გრადუსზე 15-20 წუთი.

4.პიცაზე მოათავსეთ ბრინზა, პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დამოაცხვეთ დამატებით 5 წუთი.

5.გემრიელად მიირთვით!

პიცა “პეპერონი”

ინგრედიენტები

  • 200გ შებოლილი ძეხვი
  • 250გ მოცარელა
  • 1 ქილა პომიდორი საკუთარ წვენში
  • 1 წიწაკა ჩილი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 კბილი ნიორი
  • ხმელი რეჰანი, მარილი და შაქარი გემოვნებით

ინგრედიენტები სოუსისთვის

  • 500გ პომიდორი
  • 1 წითელი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • რეჰანი და ტავშავა გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი შესაწვავად

მომზადება

1.მოვამზადოთ სოუსი. ამისათვსი პომიდორს დაასხით წყალი 15 წუთით. ამის შემდეგ მოაცილეთ ქერქი. გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი.

შეწვით 3 წუთი ზეითუნის ზეთში. დაუმატეთ ხახვი, ნიორი და პომიდორი. მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე. მოაყარეთ მარილი და სანელებლები.

2.დაჭერით ძეხვი მრგვლად, ხოლო მოცარელა – ფირფიტებად.

3.ცომი მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ და ფქვილით დამუშავებულ ფირფიტაზე. წაუსვით მომზადებული სოუსი.

4.მოათავსეთ მოცარელა და ძეხვი. გამოაცხვეთ 25 წუთი 220 გრადუსზე.

5.პიცა “პეპერონი” ძეხვით მზად არის. გემრიელად მიირთვით!

პიცა ძალიან უყვართ ბავშვებს, ამიტომაც მოამზადეთ და გაახარეთ ისისნი!