როგორ მოვამზადოთ ნოყიერი კარტოფილის პიურე

2535
mashed potato

კარტოფილის პიურე ძალაინ მარტივი და ხელმისაწვდომი კერძია. ის მართლაც, რომ უნივერსალურია: სწრაფად მზადდება და ძალიან ბევრი კარძის საფუძველსაც წარმოადგენს.

მაგალითან, კარტოფილით შეგვიძლია ამოვავსოთ ღვეზელი. ეს ყველამ იცის, რომ ძალიან გემრიელია. ასევე კარტოფილისგან საოცარი ცომის მომზადება შეგიძლიათ, რომელსაც ხორცით ან სოკოთი ამოავსებთ.

არის ხოლმე სიტუაცია, როცა ძალიან გემრიელი და ნოყიერი კარტოფილის პიურეს მომზადება გვინდა, მაგრამ არ გვაქვს რძე. წყლის დამატება ცუდი აზრია: ის გემოს გაანეიტრალებს. რა უნა გავაკეთოთ? დასახმარებლად უნდა მოიხმოთ საიდუმლო ინგრედიენტი – მაიონეზი. არ შეგეშინდეთ, რადგან მისი ძალიან ცოტა რაოდენობით მოგვიწევს სულ, რაღაც 2 კოვზის.

ინგრედიენტები

  • 1კგ კარტოფილი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • კარტოფილის ნახარში გემოვენბით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი. გაჭერით 4 ნაწილად, დაასხით წყალი და მოხარშეთ. არ დაუმატოთ მარილი.

2.ხარშეთ დიდხანს, არ შეგეშინდეთ გადახარშვის. კარტოფილის ნახარში გადაიტანეთ ცალკე ჯამში, ხოლო კარტოფილი კიდევ ცოტახანს გამოაშრეთ ცეცხლზე. დაჭყლიტეთ კარტოფილი სითხის დაუმატებლად.

3.დაუმატეთ მაიონეზი, მარილი და დაჭყლიტეთ პიურე.

4.დაუმატეთ ნახარში, განუწყვეტლივ ჭყლიტეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ჟელატინისებურ კოსისტენციას.

5.დატკბით შედეგით.

ეხლა თქვენ უკვე იცით კარტოფილის პიურეს მაიონეზით მომზადება. სულაც არ ყოფილა რთული. გაჯერებული გემო და ფხვიერი ტექსტურა ძალიან მოგეწონებათ.

ეს კერძი არ არის სპორცმენებისთვის, მაგრამ მათაც ხომ უნდათ ხანდახან დასვენება. თუ თქვენ არ ენდობით მაღაზიაი ნატიდ მაიონეზს, მისი მომზადება სახლში ძალიან მარტივად შეგიძლიათ.

გემრიელად მიირთვით!