ზაფხულის დასაწყისში დრო მოდის გააცალკევოთ ნივრის ბოლქვები და ისრები ერთმანეთისგან, რათა ბოლქვებმა სასარგებლო თვისებები შეინარჩუნონ. მაგრამ ნუ იჩქარებთ ნივრის ისრების გადაყრას, რადგან ისინიც ძალიან სასარგებლო და გემრიელია და მათგან უამრავი კერძის მომზადებაა შესაძლებელი.
თუ მწვანე ნიორს დაუმატებთ სალათებს, პიცას, სენდვიჩებს, სოუსებს, ხორცსა და ყველს, თითოეული კერძი უფრო არომატული, სასარგებლო და სასურველი იქნება. ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ და შეინახოთ მთელი წელი ეს ვიტამინებით სავსე პროდუქტი.
ნივრის ისრები
ნივრის მწვანე ისრები უჩვეულოდ მდიდარია C ვიტამინით, მასში ეს ვიტამინი ბევრჯერ მეტია, ვიდრე მწვანე ხახვში. ნივრის ისრები ძალიან დაბალკალორიულია, 100 გრამში მხოლოდ 40 კალორიაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ ფიგურაზე და ჯანსაღი საკვებით იკვებება.
ნიორი მდიდარია რკინით. მასში რკინის შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე ვაშლში. იგი შეიცავს ორგანიზმისთვის ისეთ აუცილებელ ნივთიერებებს, როგორებიცაა: კალციუმი, იოდი და გოგირდი, რაც მცენარეს სპეციფიურ სუნს ანიჭებს. ნივრის მწვანე ისრებისგან დამზადებული ეთერზეთები მდიდარია ბუნებრივი ანტიბიოტიკებით, რომლებიც ეფექტურად აფერხებს ბაქტერიებისა და მიკრობების განვითარებას.
როგორც ხედავთ, ნივრის ისრებს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, ამიტომ, თუ თქვენ ჩვენი რეცეპტით მოამზადებთ ნივრის ისრებს ზამთრისთვის, არა მხოლოდ კვების მენიუს გააფართოებთ არამედ ძალიან დიდ დახმარებას გაუწევთ თქვენს ჯანმრთელობას.
როგორ შევინახოთ მწვანე ნიორი მთელი წლით
ინგრედიენტები
- 500 გრ ნივრის ისრები
- 2 ცალი მწვანე პილპილი
- 2-3 ჩ.კ. მარილი
- 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ.კ. შავი პილპილი
- 1/2 ჩ.კ. ქინძი
მომზადების წესი
1. გარეცხეთ ნივრის ისრები და მოაცილეთ უხეში ნაწილები.
2. დაჭერით რამდენიმე ნაწილად.
3. ჩაყარეთ ბლენდერში და დაუმატეთ მარილი, ზეთი, მწვანე პილპილი და მშრალი სანელებლები.
4. დააფქვით მწვანე მასა, იგი უნდა იყოს პიურესავით სქელი.
5. მოათავსეთ პიურე სილიკონის ფორმებში, რომლებსაც მაფინების გამოსაცხობად იყენებთ.
6. სილიკონში მოთავსებული ნივრის ისრები შედგით საყინულეში.
7. მისი შენახვა მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ.
ნივრის გაყინული ისრები მზადაა.