როგორ მოვამზადოთ ნაკლებადმარილიანი კიტრის მწნილი 1 საათში

2489

ხანდახან, თბილ დღეებში გვსურს რაიმე მარილიანი, პიკანტური წასახემსი დავაგემოვნოთ.

ერთ-ერთი ასეთი საუკეთესო წასახემსი ხრაშუნა, ნაკლებადმარილიანი კიტრის მწნილია. მისი მოსამზადებლად ათასგვარი რეცეპტი არსებობს, თუმცა, ის რეცეპტი, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ძალიან ცოტა ადამიანისთვისაა ცნობილი.

ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი, ხრაშუნა კიტრის მწნილი ზუსტად 1 საათში.

ინგრედიენტები

  • 1 კგ პატარა ზომის კიტრი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • წყალი

მომზადების წესი

1. კარგად გარეცხეთ კიტრი, მოაჭერით ბოლოები და მოათავსეთ ბოსტნეული ღრმა თასში.

2. შემდეგ დაასხით კიტრს გადადუღებული გაცივებული წყალი და ცოტახნით გააჩერეთ.

3. შემდეგ გადაღვარეთ წყალი, კიტრს ნიორი და კამა დაუმატეთ.

4. მოაყარეთ მარილი და აურიეთ, შემდეგ გააჩერეთ ერთი საათით, რომ კიტრი კარგად დამარილდეს.

5. დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელი, ხრაშუნა, ნაკლებადმარილიანი კიტრის მწნილი.

თუ მწნილს 2 ადამიანისთვის ამზადებთ, უმჯობესია გამოიყენოთ არა 1 კგ კიტრი, არამედ ნახევარი კილოგრამი, რადგან იგი ვარგისია 4 დღის განმავლობაში. თუმცა, წასახემსი იმდენად გემრიელი გამოდის, რომ შეუძლებელია ბოლომდე არ შეჭამოთ ერთ დღეში.

გემრიელად მიირთვით!