როგორ მოვამზადოთ მოხარშული კრემი: ყველა წესის დაცვით

1565

დესერტები ბებიამ შემაყვარა. ბავშვობის პერიოდში ბებია საკონდიტროში მუშაობდა და ყოველთვის მოქონდა საღამოს ტკბილეული. გავიზარდე და მეც ამ გზას დავადექი. ეს კრემი, რომელსად დღეს მე გაგაცნობთ ყვლასათვის ნაცნობია, მაგრამ მას ბევრი არასწორად ამზადებს.

როგორ მოვამზადოთ იდეალური მოხარშული კრემი

  • 300გ რძე
  • 600გ შაქარი
  • 30გ სიმინდის სახამებელი
  • 3 კვერცხის გული 1 კატეგორიის (დაახლოებით 55გ)
  • 30გ კარაქი
  • 0,5 ჩაის კოვზი ვანილი

მომზადება

1.თავდაპირველად აირჩიეთ ჭურჭელი და სამზარეულოს ხელსაწყოები.

თუ რეცეპტის მიხედვით ამზადებთ კრემს, მაშინ დაგჭირდებათ 1ლ ქვაბი. უმჯობეისა იყოს საშუალო სიღრმის და სიფართის.

ფოტოზე აღნიშნული სათქვეფით უფრო ადვილია მასის კარგად დამშავება.

ასევე თქვენ დაგჭირდებათ ფართე ჭურჭელი, რომელშიც გააგრილებთ კრემს.

2.ქვაბში ჩაასხით რძე და დაუმატეთ ნახევარი შაქარი. გააცხელეთ რძე თითმის ადუღებამდე. შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი, ლავანდა ან სხვა.

ცალკე ჯამში მოათავსეთ შაქარი და სახამებელი. არ ჩაანაცვლოთ ის კარტოფილის სახამებლით. დაუმატეთ კვერცხის გული და ათქვიფეთ.

ნელ-ნელა დაუმატეთ ცხელი რძე, ათქვიფეთ. მიღებული მასა დააბრუნეთ ქვაბში.

მოათავსეთ ჯამი დაბალ ცეცხლზე და მოხარშეთ. როცა კრემი შესქელებას დაიწყებს, დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე. წამოდუღების შემდეგ დაელოდეთ 5-10 წამი და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და კარაქი. კარგად მოურიეთ.

კრემი გადაიტანეთგასაგრილებელ ფორმაში და დააფარეთ პაკეტი.

მოხარშული კრემი მზად არის!

თუ ათქვიფავთ მეტად ნაზ სტრუქტურას მიიღებს.

გემრიელად მიირთვით!