როგორ მოვამზადოთ მოცვის ტარტი

1351

სანამ ზაფხულის ხილი არ არის ხელმისაწვდომი, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ზამთრის დედოფალი მოცვი. ამ ხილს არ ეშინია ზამთრის სუსხის, პირიქით ამით ის უფრო გემრიელი ხდება. ამ ხილის სარგებელი ზამტარში შეუფასებელია, განსაკუთრებით კულინარიაში: შეფები მას მატკბო-მომჟავო გემოსა და თავისებური არომატის გამო ძალიან აფასბენ. სწორედ ამ თვისებების მქონე ხილისგან გამოდის ძალიან გემრიელი დესერტი.

მოცვის ტარტი – ეს გემოების ჰარმონიულად შერწყმის საუკეთესო მაგალითია. მისი კრემიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ის ძალიან გავს დესერტ პანაკოტას, ამიტომაც არ ღირს ლოდინი ახლავე შეუდექით მის მზადებას.

ინგრედიენტები

  • მოცვი 300გ
  • ხორბლის ფქვილი 250გ
  • კარაქი 185გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 280გ
  • მარილი გემოვნებით
  • წყალი 140მლ
  • სიმინდის სახამებელი 2 სუფრის კოვზი
  • ნაღები 350მლ
  • რძე 150მლ
  • ვანილი 2გ
  • ჟელატინი 8გ

მომზადება

1.პირველ რიგში მოამზადეთ ტარტისთვის ცომი: გაცერით ფქვილი და დამატეთ 125გ კარაქი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ გული, 40გ შაქართან ათქვეფილი, მწიკვი მარილი და 40მლ წყალი. მოზილეთ მკვრივი ცომი, შეახვიეთ პაკეტში და 20 წუთი შეინახეთ მაცივარში.

2.როცა ცომი ცოტა გაგრილდება, გააბრტყელეთ, ცომით ამოავსეთ ფორმის გვერდები და ძირი, დაჩხვლიტეთ და გამოაცხვეთ ღუმელში სიმძიმის ქვეშ, ამისთვის გამოიყენეთ რაიმე მარცვლეული. 180 გრადუსზე გამოაცხვეთ15 წუთი.

3.მოცვს დაასხით 100მლ წყალი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე მოცვის დარბილებამდე, რის შემდეგაც დაჭყლიტეთ და გამოწურეთ.

4.ათქვიფეთ 1 ცილა და 4 გული 170გ შაქართან ერთად. დაუმატეთ სახამებელი, ატქვიფეთ, ჩაასხით მოცვის პიურე და ისევ ათქვიფეთ. მიღებული მასა შეასხელეთ, რის შემდეგაც დაუმატეთ 60გ კარაქი.

5.კრემი გადაანაწილეთ ტარტზე, დააფარეთ პაკეტი ისე, რომ ის ეკვროდეს კრემს და 1 საათი შეინახეთ მაცივარში. სანამ ის გრილდება მოამზადეთ პანაკოტა.

6.ჟელატინს დაასხით 50მლ რძე, დაელოდეთ მის ამოფუებას. ამასობაში გააცხელეთ დარჩენილი რძე, დაუმატეთ ვანილი, 70გ შაქარი და ნაღები. კარგად მოურიეთ შაქრის გალღვობამდე, შემდეგ ჩაასხით ჟელატინი, განუწყვეტლივ ურიეთ და გააცერეთ ცეცხლზე ჟელატინის გალღობამდე. გააგრილეთ მასა.

7.გამოიტანეთ კორჟი. პანაკოტა გადაანაწილეთ მის ზედაპირე თანაბრად და მოათავსეთ მაცივარში 4,5 საათით. მზა დესერტი გააფორმეთ მოცვით.

ეს დესერტი გამოდის ძალიან გემრიელი და ნაზი. გემრიელად მიირთვით!