როგორ მოვამზადოთ მოშუშული ხორცი ღუმელში

929

ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ ბოსტნეულითა და ხილით იკვებება, ზოგს კი რეგულარულად შეუძლია ხორციანი კერძების ჭამა, მაგრამ ყოვეთვის არ აქვთ დრო მათ მოსამზადებლად, ამიტომ, ძალიან მოსახერხებელია, როდესაც ხელთ გაქვთ მზა მოშუშული ხორცი, რომლითაც სულ რამდენიმე წუთში შეძლებთ ნებისმიერი ხორციანი კერძის მომზადებას.

ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მოშუშული ხორცის მომზადებას ღუმელში, ორ განსხვავებულ მარცვლეულთან ერთად. ასეთი სრულფასოვანი პროდუქტი მაღაზიებშიც იყიდება, თუმცა სახლში მომზადებული გაცილებით ნატურალური და, რა თქმა უნდა, უფრო გემრიელია.

მოშუშული ხორცი 

ინგრედიენტები

  • 200 გრ ხორცი (აქ მოცემულია ღორის მუცელი)
  • 100 გრ წიწიბურა (ან 75 გრ ბრინჯი)
  • 100 მლ თბილი წყალი წიწიბურასთვის ან 150 მლ წყალი ბრინჯისთვის
  • 1 ჩ.კ. ღორის ცხიმი
  • ნიორი, მარილი, პილპილი და დაფნის ფოთოლი გემოვნებით

მომზადების წესი

1. დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად და ჩაალაგეთ სტერილურ ქილებში ისე, რომ ქილის მხოლოდ მესამედი დაფაროს.

2. თითოეულ ქილაში დაამატეთ ღორის ცხიმი, მარილი და პილპილი. ზემოდან ცივი წყალი დაასხით.

3. თავსახურებს სათითაოდ მოაშორეთ რეზინი და დაახურეთ ქილებს. მოათავსეთ ქილები ცივ ღუმელში. შემდეგ ჩართეთ იგი 200 გრადუსზე.

4. როდესაც წყალი ადუღდება, შეამცირეთ ღუმელის ტემპერატურა 150 გრადუსამდე, შემდეგ კიდევ ცოტათი შეამცირეთ, რადგან ხორცი 3 საათის განმავლობაში უნდა მოიშუშოს.

5. სამი საათის შემდეგ ქილები გამოდგით ღუმელიდან და თითოეულს რამდენიმე კბილი ნიორი, დაფნის ფოთოლი და წიწიბურა ან ბრინჯი დაუმატეთ. წყლის ქვეშ, ზედაპირზე და შუაში. დაუმატეთ თბილი წყალი, დაახურეთ ქილებს თავსახური და კვლავ ღუმელში მოათავსეთ. მოადუღეთ და კიდევ 1 საათით მოშუშეთ ღუმელში.

6. მოცემული დროის გასვლის შემდეგ გამორთეთ ღუმელი და დაელოდეთ, სანამ ქილები ბოლომდე გაცივდება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გამოდგით ქილები ღუმელიდან, თავსახურებს კვლავ დაუმაგრეთ რეზინი და მოხუფეთ. მოშუშული ხორცი საშინაო პირობებში მზადაა!