როგორ მოვამზადოთ კობრი არაჟანში, ჩეხოვის მეთოდით

1939

არაჟანში მომზადებული კობრი ანტონ ჩეხოვის საყვარელი კერძი იყო. იგი მის ერთ-ერთ ნაწარმოებში იხსენებს, თუ როგორ ამზადებენ ამ უგემრიელეს კერძს ვარშავაში.

დღეს ჩვენ სწორედ ამ კერძის რეცეპტს გაგიზიარებთ.

კობრი არაჟანში

იმისათვის, რომ კერძი უგემრიელესი იყოს, აუცილებელია, რომ თევზი საშუალო ზომის იყოს. საშუალო ზომის კობრი ტკბილია და არ აქვს ტალახის სუნი, ძვლებიც მომზადების პროცესში რბილდება, ხოლო ფარფლები და კუდი კი ხრაშუნა ხდება.

დიასახლისების უმრავლესობა უარს ამბობს მდინარის თევზზე მისი სპეციფიური, ჭაობის სუნის გამო, მაგრამ ამ უსიამოვნო სუნის მოშორება შესაძლებელია. პირველ რიგში, ჭაობის სუნი მხოლოდ იმ თევზებს აქვთ, რომლებიც 1 წელზე მეტის არიან. მეორეც, თქვენ შეგიძლიათ მოაშოროთ თევზს უსიამოვნო სუნი ანტონ ჩეხოვის რჩევის მეშვეობით-ჩაალბეთ თევზი რძეში.

1 ლიტრ რძეში ჩაყარეთ 1 ს.კ. მარილი და ჩაალბეთ მასში გაწმენდილი თევზი. თევზი მთლიანად უნდა იყოს რძით დაფარული. პატარა ზომის კობრი (დაახლ. ხელის გულის ზომის) გააჩერეთ რძეში 30-40 წუთი, ხოლო დიდი ზომის- 1 საათი, 30 წუთი თითოეულ მხარეს.

შემდეგ ამოიღეთ კობრი რძიდან, დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ შეუდექით მის მომზადებას.

ინგრედიენტები

  • 1-1,5 კგ პატარა ზომის კობრი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 0,5 ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი
  • 3 ც დიდი ზომის ხახვი
  • 0,5 ლ თხელი არაჟანი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • ახალი მწვანილი, სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი

1. ფქვილში შეურიეთ მარილი და შავი პილპილი.

2. თევზი ორივე მხარეს ამოსვარეთ ფქვილში, შემდეგ კი შეწვით საშუალო ცეცხლზე, სანამ ოქროს ფერს მიიღებს. მზა თევზი დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ.

3. დაჭერით ხახვი ნახევარ რგოლებად და შეწვით მცირე ოდენობის ზეთში, თავდახურულ ტაფაში, მანამ, სანამ ხახვი გამჭვირვალე არ გახდება.

4. განათავსეთ ხახვი საცხობ ლანგარზე და ზემოდან დაალაგეთ შემწვარი თევზი.

5. მოასხით თევზს ნაღები ან არაჟანი და მოაყარეთ ზემოდან თქვენთვის სასურველი სანელებლები.

6. თევზი გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუსზე, 30-40 წუთის განმავლობაში. სანამ თევზს სუფრაზე გაიტანთ, მოაყარეთ ზემოდან ახალი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!