მაღაზიაში უამრავი სახის იოგურტს ვხვდებით. იმდენად დიდი არჩევანია, რომ ხანდახან ვიბნევი ხოლმე. მაგრამ სახლში მომზადებული იოგურტი, მაინც ყველას ჯობია.
მისი მომზადება სახლის პირობებში ყველანაირი ხელსაწყოს გარეშეც შეიძლება.
ინგრედიენტები
- 1ლ რძე
- 1 შეკვრა ბაქტერიული კვეთი
- შაქარი
მომზადება
1.აადუღეთ რძე და გააგრილეთ 35-40 გრადუსამდე.
2.დაუმატეთ კვეთი და შაქარი. კარგად მოურიეთ.
3.იოგურტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ იოგურტის აპარატი, ამ ნებისმიერი ჭურჭელი თავსაფრით. ჩვენს შემთხვევაში – თერმოსი.
თერმოსში ჩაასხით მიღებული მასა, დააფარეთ თავზე, შეფუთეთ თბილად. დაახლოებით 7-12 საათში იოგურტი მზად იქნება!
4.ასევე შეგიძლიათ კვეთიდან გადაასხათ რძე თიხის ჭურჭელში, დააფაროთ პაკეტი და 8-9 საათში მიიღებთ გემრიელ პროდუქტს.
ამ სახით მომზადებული იოგურტი ძალიან სასარგებლოა და რაც მთავარია უგემრიელესია. მე მას ძალიან ხშირად ვამზადებ ბავშვებისთვის.
გემრიელად მიირთვით!