როგორ მოვამზადოთ იდეალური პლომბირი სახლის პირობებში…

1162

პლომბირი ნაყინის ნაირსახეობაა; დამზადების წესის მიხედვით ის წარმოადგენს შუალედ პროდუქტს ნაყინსა და პარფეს შორის. მას ემატება დაშაქრული ხილი, ქიშმიში, გათქვეფილი ნაღები და სხვა პროდუქტები.

პლომბირის მოსამზადებლად ჯერ კიდევ გაყინული ნაყინი უნდა მომზადდეს  და შემდეგ უნდა იქნეს არეული დაშაქრული ხილი ან ქიშმიში და გათქვეფილი ნაღები.

ინგრედიენტები:

1 ლიტრ გამზადებულ ნაყინზე აიღება: 

  • დაშაქრული ხილი – 250 გ
  • ლიქიორი – 50 გ
  • გაუთქვეფავი სქელი ნაღები – 1/4 ლიტრი
  • დანაყილი შაქრის ფხვნილი – 60 გ

1 კილოგრამი პლომბირისათვის: 

  • რძე – 600 გ
  • შაქარი – 250 გ
  • დაშაქრული ხილი – 50 გ
  • ლიქიორი – 30 გ
  • კვერცხი – 2 ცალი
  • ვანილი – 1/4 ჩხილი
  • სქელი ნაღები – 100 გ

მომზადების წესი:

  1. დაშაქრული ხილი პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭერით, ჩაყარეთ ჯამში და დაასხით ზედ რომელიმე სურნელოვანი ლიქიორი; მერე აურიეთ, დაახურეთ სახურავი და 1 საათი ასეთ მდგომარეობაში გააჩერეთ.
  2. რომელიმე სახის ნაყინი მოამზადეთ ჩვეულებრივი წესით. გაყინეთ, მერე გათქვიფეთ, აურიეთ შიგ დაჭრილი ლიქიორიანი დაშაქრული ხილი და გაყინეთ.
  3. ნაღები კარგად გათქვიფეთ, აურიეთ შიგ დანაყილი შაქრის ფხვნილი (ნაღებში აუცილებლად უნდა აირიოს დანაყილი შაქრის ფხვნილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაღები სწრაფად იყინება პატარ-პატარა გუნდების სახით) და დაშაქრულხილიან ნაყინში თანდათანობით აურიეთ, მხოლოდ განუწყვეტლივ ურიეთ და შემდეგ გაყინეთ.