ღორის ან საქონლის ენა – ეს უმნიშვნელო პროდუქტი არ გეგონოთ. თუ მას სწორად მოამზადებთ, მაშინ თქვენ სარესტორნო კერძს მიიღებთ.
ინგრედიენტები
- ღორის ენა 500გ
- ნიორი 2 კბილი
- ვაშლი 2 ცალი
- კამა
- ზეითუნის ზეთი 100მლ
- ვაშლის ძმარი 20მლ
- სოიოს სოუსი 40მლ
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- წითელი დაფქული წიწაკა 0,25 ჩაის კოვზი
მომზადება
1.გარეცხეთ და გაასუფთავეთ ენა. უმჯობესია მოათავსეთ ცივ წყალში 30 წუთი. მოხარშეთ ენა მარილიან წყალში დახლოებით 1-2 საათი.
2.მოამზადეთ მარინადი. ამისათვის 20მლ ძმარს დაუმატეთ 100მლ ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ 40მლ სოიოს სოუსი და წითელი წიწაკა შაქართან ერთად.
3.წვრილად დაჭერით კამა. გაასუფთავეთ 2 ვაშლი და დაჭერით გრძლად. გამოაცხეთ 100 გრადუსზე 5-8 წუთი.
4.დაჭყლიტეთ 2 კბილი ნიორი. დაჭერით გაციებული ენა და შეურიეთ ნიორს.
5.სუფთა გასტერილებულ ქილაშ მოათავსეთ ყველა ინგრედიენტები. პირველ რიგში ჩაასხით 1 სუფრის კოვზი მარინადი, მოაყარეთ ენა, კამა და ვაშლი. ამ თანმიმდევრობით აავსეთ ქილა.
6.მოასხით დარჩენილი მარინადი. ქილას დააფარეთ თავსაფარი და დაელოდეთ 6-8 საათი.
გემრიელად მიირთვით!