გასტრონომიას რედაქცია გაგიზიარებთ გამოცდილებას და გასწავლით თუ როგორ უნდა დაამწნილოთ კომბოსტო ისე, რომ ის ხრაშუნა და იდეალური გამოვიდეს.
მაშ ასე:
ინგრედიენტები:
- 5 კგ კომბოსტო
- 400-500 გ ჭარხალი
- 5 თავი ნიორი
- 2 კონა ნიახური
- 3 ცალი დაფნის ფოთოლი
- 4-5 ცალი ცხარე წითელი წიწაკა
- 250-300 გ მარილი
მომზადების წესი:
- კომბოსტო გავჭრათ ოთხად, ჭარხლები გავფცქვნათ და შუაზე გავჭრათ.
- მომინანქრებულ ან უჟანგავი ფოლადის ქვაბში ფენა-ფენა ჩავაწყოთ კომბოსტო, ჭარხალი, ნიორი, წიწაკა და ნიახური.
- ავადუღოთ წყალი და გავხსნათ მარილი. მდუღარე წყალს დავუმატოთ დაფნის ფოთოლი და ვადუღოთ 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ შევაგრილოთ და დავასხათ კომბოსტოს. მწნილს დავადოთ წნეხი (სიმძიმე), რომ კომბოსტო წვენით კარგად დაიფაროს და ოთახის ტემპერატურაზე შევინახოთ.
- მზად იქნება დაახლოებით 1 კვირაში.
გემრიელად მიირთვით!