გემრიელი, არომატული, ბავშვობიდან საყვარელი ქათმის წვნიანი. სწორედ ასეთს მიმზადებდა ბებია, ახლა კი ჩემი შვილისთვის ვამზადებ. ეს სახლის სამზარეულოს ნამდვილი კლასიკა არის და მისი გაუმჯობესება რთულად მეჩვენებოდა.
თუმცა რამდენიმე ნიუანსი არსებობს, რომლებიც პირველ კერძს კიდევ უფრო გემრიელს გახდის. დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ მსუყე და ნოყიერი ქათმის წვნიანი.
გემრიელი ქათმის წვნიანი
ინგრედიენტები:
- 300 გრ ქათამი (ფრთები და ბარკლები)
- 2 ლ წყალი
- 2 ხახვი
- 1 სტაფილო
- 300 გრ კომბოსტო
- 2 ს/კ მანანის ბურღული
- 1 კონა ოხრახუში
- 2-3 კბილი ნიორი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
- წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება
1.ხორცს წყალი დაასხით და ქვაბი გაზზე დადგით. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ მარილი მოაყარეთ და კიდევ 5-7 წუთით ხარშეთ. ქაფის მოშორება არ დაგავიწყდეთ.
2.ერთი ხახვი გარეცხეთ და დაუჭრელი ქათმით სავსე წყალში ჩადგით. ბულიონის მომზადებას კიდევ 15-20 წუთი სჭირდება, სანამ ხორცი მზად არ იქნება.
3.მზა ბულიონიდან ხახვი ამოიღეთ. ახლა უკვე ის აღარ გჭირდებათ.
4.ღრმა ტაფა დაბალ ცეცხლზე დადგით. მასში წვრილად გახეხილი სტაფილო ჩაყარეთ. მას შემდეგ რაც წვენს გამოიღებს, ცოტა მცენარეული ზეთი დაუმატეთ.
5.დარჩენილი ხახვი წვრილად დაჭერით. კომბოსტო კუბებად დაჭერით.
6.ბოსტნეული სტაფილოს დაუმატეთ. აურიეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ და ყველაფერი ერთად დაბალ ცეცხლზე 5-6 წუთით მოთუშეთ.
7.ქათამი ბულიონიდან ამოიღეთ, ხორცს ძვალი მოაშორეთ და ბოსტნეულს აურიეთ.
8.ბულიონი გადაწურეთ და ხორცის და ბოსტნეულის ნარევს დაასხით.
9.როგორც კი წვნიანი ადუღდება, ცოტა საიდუმლო ინგრედიენტი – მანანის ბურღული დაუმატეთ. მთავარია, არ იჩქაროთ და კვერცხის სათქვეფით აურიოთ. მანანის ბურღული წვნიანს სასიამოვნო ნოყიერებას შესძენს და კერძს გემოთი გაამდიდრებს.
10.იმ 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ მანანის ბურღული იხარშება, მწვანილი ნიორთად ერთად დაჭერით და წვნიანს დაუმატეთ. თუ ცხარე გიყვართ, შეგიძლიათ ცხარე წიწაკა დაუმატოთ.
11.სახლში მომზადებული ქათმის წვნიანი მზად არის. ისღა დაგრჩენიათ ეს შესანიშნავი კერძი თეფშებზე გადაანაწილოთ. გემრიელად მიირთვით!
მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!