როგორ მოვამზადოთ გამომცხვარი პომიდორი კვერცხით

1646

გსურთ მოამზადოთ სწრაფი და ორიგინალური ზაფხულის საუზმე? მაშინ სასწრაფოდ შეუდექით საქმეს.

გამომცხვარი პომიდორი შიგთავსით

გღუმელში გამომცხვარი პომიდორი შიგთავსით წარმოუდგენლად გემრიელი და ნოყიერი საუზმეა. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენთვის ამ სწრაფად მოსამზადებელი გემრიელობის რეცეპტი გაგვეზიარებინა.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ბალიკა ან სხვა ხორცი
  • 200 გრ მდნარი ყველი
  • 300 გრ მაგარი ყველი
  • 5 ც კვერცხი
  • 5 ც პომიდორი
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1. ხორცი და მდნარი ყველი დაჭერით კუბებად, ხოლო მწვანილი-ძალიან წვრილად.

2. პომიდვრის ზედა ნაწილი ამოჭერით, მოაშორეთ რბილობი და გული.

3. საცხობ ლანგარს წაუსვით ზეთი, დაალაგეთ მასზე პომიდვრები და შეავსეთ ისინი ხორცით, ყველითა და მწვანილით. ზემოდან კი კვერცხი მოათავსეთ.

4. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე და გამოაცხვეთ პომიდვრები 20 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ კვერცხს ზემოდან მოაყარეთ გახეხილი მაგარი ყველი და კვლავ ღუმელში შედგით 5 წუთით.

5. მსუბუქად გააცივეთ პომიდვრები და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

პომიდვრის შიგთავსად ხორცის ნაცვლად შეგიძლიათ სოკოც გამოიყენოთ, ასე არა ნაკლებ გემრიელი იქნება იგი.