როგორ მოვამზადოთ ბიგოსი

1868

ბიგოსი (პოლონურად. bigos) ან ბიგუსი (გერმანულად. beiguss) – პოლონური, ლიტვური და გერმანული სამზარეულოს ტრადიციული კერძია, რომელიც დამზადებულია კომბოსტოსა და ხორცისაგან. ამ კერძის მომზადების ვარიანტები ძალიან ბევრია ამბობენ, რომ ვარიანტები უფრო მეტია ვიდრე მზარეულები პოლონეთში.

ბიგოსს ამზადებენ დამწნილებული კომბოსტოსაგან, ღორისა და ფრინველის ხორცისაგან, ასევევშეგიძლიათ გამოიყენოთ შებოლილი ხორციც. ამ კერძში შეხვდებით სხვადასხვა დანამატებს როგორებიცაა:ძეხვი, შავი ქლიავი, სოკო, სტაფილო, კარტოფილი. ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ბიგოსის საყინულეში მოთავსება, რადგან ასე ის იძენს განსაკუთრებულ გემოს.

მაგრამ ასეთი გმირობისთვის ყველა ადამიანის მოთმინება არ არის მზად. ზოგადად გემრიელი კერძი მაგიდიდან ეგრევე ქრება, ისე რომ გაციებასაც ვერ ასწრებს. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ბიგოსის მომზადებას დამწნილებული კომბოსტოსა, შებოლილი ღორის ნეკნებისა და ქლიავისაგან.

ასეთი გემრიელობა თქვენ ალბათ არ გაგისინჯავთ. ამის დასამტკიცებლად პოლონელი გენიოსის ადამ მიცკევიჩის სიტყვებს მოვიშველიებთ: “ბიგოსის გემოს გადმოცემა სიტყვებით რთულია, თუ რამდენად გემრიელია და რამდენად არომატულია!”

როგორ მოვამზადოთ ბიგოსი

ინგრედიენტები

  • 500გ რორის ხორცი
  • 200გ შებოლილი ღორის ნეკნი
  • 600გ თეთრი კომბოსტო
  • 400გ მწნილი კომბოსტო
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 40გ ტომატის პასტა
  • 150გ შავი ქლიავი თესლის გარეშე
  • მარილი, ქინძი და შავი წიწაკა გემოვნებით
  • 2-3 დაფნის ფოთოლი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ზეთში შეწვით ღორის ხორცი მანამ, სანამ არ გახდება ოქროსფერი.

2.მსხვილად გახეხეთ სტაფილო, ნახევარ რგოლებად დაჭერით ხახვი, დააქუცმაცეთ კომბოსტო.

3.ხახვი და სტაფილო დაუმატეთ შემწვარ ხორცს. ცეცხლზე დატოვეთ ბოსტნეულის დარბილებამდე.

4.შებოლილი ნეკნი დაჭერით საშუალო ნაჭრებად. დაუმატეთ ხორც და ბოსტნეულს, დაუმატეთ ტომატ პასტა, მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა.

5. 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ცოცხალი და დამწნილებული კომბოსტო. მოურიეთ. არ დაუმატოთ წყალი, საკმარისია კომბოსტოს წვენიც.

6.ქვაბს მჭიდროდ დააფარეთ თავსაფარი და მოთუშეთ ბიგოსი, პერიოდულად მოურიეთ, მოთუშეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.

7.ამავდროულად შავ ქლიავს დაასხით ცხელი წყალი და გაჭერით შუაზე.

8. 30 წუთის შემდეგ ბიგოსს დაუმატეთ ქლიავი, წიწაკა, ქინძი და დაფნის ფოთოლი.

9.კვლავ მოურიეთ ყველაფერს, ქვაბს დააფარეთ თავსაფარი და მოთუშეთ 10 წუთის განმავლობაში.

10. პოლონური ბიგოსი მზად არის. გემრიელად მიირთვით!