კარტოფილის პიურე – უმარტივესი კერძია, მაგრამ ეს მისი პოპულარობის მიზეზი სულაც არ არის. რადგან ასეთი კარტოფილი საუკეთესო გარნირია ხორცის, თევზის, ფრინველსი და ასევე ბოსტნეულის. მისი წარმოდგენა დამოუკიდებელ კერძადაც შეიძლება.
ასეთი მარტივი კერძიც კი ხანდახან არ გამოდის იდეალური. საკმარისია ერთი ან რამდენიმე შეცდომის დაშვება და რბილი კარტოფილი გადაიქცევა სქელ მასად. როგორ არ უნდა გავაფუჭოთ ეს მშვენიერი კერძი?
გემრიელი კარტოფილის პიურე
1.კარტოფილი
გემრიელი პიურეს მოსამზადებლად, დიდი ყურადღებით უნდა ავარჩიოთ კარტოფილი. რათქმაუნდა, ჩვენ კერძს ვამზადებთ ხელის ახლოს არსებული ინგრედიენტებისგან. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუკეთესო პიურე გამოდის სახამებლის დიდი რაოდენობის შემცველი ჯიშისგან (ასეთ ჯიშებს აქვთ მრგვალი ფორმა და ღია ფერი). ხოლო მუქი კარტოფილისგან გამოვა რარაც ბუნდოვანი მასა.
2.მარილი
ხარშვისას კარტოფილი იწოვს მარილს (თუ თქვენ მას წყალში დაუმატებთ), ამიტომაც კარტოფილი იქნება იდეალური. რა დარწმუნებული ხართ, რომ კერძი მომზადების შემდეგ დამარილებული მოეწონება ვინმეს?
3.მოხარშვა
გაასუფთავეთ კარტოფილი და დაასხით წყალი, შემდეგ ამარილებთ და შემდეგ ათავსებთ ცეცხლზე. თუ ინსტრუქციას არ გაითვალისწნინებთ მაშინ კარტოფილი გაგიფუჭდებათ.
მაგალითად ბევრ დიასახლის ურჩევნია კარტოფილი დაჭრას მოხარშვამდე, რადგან ის უფრო სწრაფად მოიხარშება. მაგრამ გემოსთვის ჯობია მოხარშვის შემდეგ დაჭრათ. აუცილებლად პიურეს მომზადებისას კარტოფილი უნდა იყოს ცხელი.
4.საიდუმლო არ არის რომ კარტოფილს ძალიან უხდება კარაქი, არაჟანი და რძე, ასე პიურე უგემრიელესი გამოვა. ამ ინგრედიენტების კერძში ცივად დამატება არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში არათანაბარ შეწოვასთან გვექნება საქმე.
5.დაჭყლეტვა
მისი პურედ ქცევა შეგიძლიათ ბლენდერით და საჭყლეტით. თუ თქვენ გამოიყენებთ ბლენდერს ის აუცილებლად გახლეჩს სახამებლის სირბილეს და სიფაფუკეს. შედეგად თქვენ მიიღებთ წებოვან და დაპატარავებულ პიურეს.
გაითვალისწინეთ ეს რჩევები და მოამზადეთ საუკეთესო პიურე. ამ რეცეპტის და რჩევების მიხედვით მისი მომზადებს ძალიან გაგიმარტივდებათ. გაითვალისწინეთ, რომ კარტოფილს არ უყვარს დიდხანს ქვაბში გაჩერება. თუ თქვენ მას ღამე მაცივარში დატოვებთ, დილით მისი გემო სრულიად გამქრალი დაგხვდებათ. პიურეს გამოყენება ძალიან კარგია შიგთავსის როლში.