რაჭაში ლორის დამზადების უნიკალური ტრადიცია არსებობს. ეს ისეთი ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ალბათ ბევრ თქვენგანს უნდა ამ შესანიშნავ ტრადიციას ეზიაროს. ჩაინიშნეთ რეცეპტი…
ინგრედიენტები:
- ღორი
- მარილი
მომზადების წესი:
- დაკლულ ღორს ამოვაჭრათ ხერხემალი, ჩამოვაჭრათ ბარკლის კუნთები, მოვაცალოთ მუცლის ქონი და დავსეროთ.
- ასეთნაირად მომზადებულ ხორცს დავაყაროთ მარილი, გავასწოროთ (ტყავი მოვაქციოთ დაბლა), გადავაფაროთ ტომარა და დავტოვოთ ორიკვირის განმავლობაში.
- ამ დროის გასვლის შემდეგ შესაბოლ ოთახში ჩამოვკიდოთ სპეციალურ ხის დანადგარზე, შუა ცეცხლის თავზე, შესაბოლად.
- ღორის ხორცის ბარკლის დაშაშხვას სჭირდება 20 დღე.
- დაშაშხვა უნდა ხდებოდეს საშუალო ტემპერატურის მქონე შენობაში.
- შებოლვა სასურველია ჯერ სუსტ ბოლით დავიწყოთ, შემდეგ თანდათან გავაძლიეროთ.
- ბოლის გასაძლიერებლად ცეცხლზე დავყაროთ ნესტიანი ნახერხი.
- ცეცხლი ნავთის საშუალებით არ უნდა ავანთოთ, უკეთესია ვიხმართ ხმელი გირჩა ან ბურბუშელა.
- შესაბოლად კარგია ნედლი, კანგაცლილი მუხა, ან ღვიის შეშა.
- უკეთესია თუ ღვიის კაკლებსაც შევყრით ცეცხლში. არ შეიძლება ფიჭვის ან ნაძვის ბოლი, ხორცს ცუდ ფერს აძლევს.