როგორ გამოვაცხოთ კარტოფილის ღვეზელი ხორცის შიგთავსით

1765

არ არსებობს სამზარეულო, რომელშიც ერთხელ მაინც არ გამოუცხვიათ კარტოფილის ღვეზელი, მაგრამ ცოტას თუ ექნება მომზადებული კარტოფილის ღვეზელი ხორცის შიგთავსით. მართალია კერძი ძალიან კალორიულია, მაგრამ მისი დაგემოვნება ნამდვილად ღირს!

კარტოფილის ღვეზელი ხორცისა და სოკოს შიგთავსით

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ღვეზელი “დიპლომატი”, ანუ კარტოფილის ღვეზელი ხორცის შიგთავსით. ამ კერძს განსაკუთრებულს დამარილებული სოკო და ყველიანი ქერქი ხდის.

ამ კერძის მოსამზადებლად ფარში არ დაგჭირდებათ, არც კარტოფილს სჭირდება მოხარშვა. გვერწმუნეთ, ამ კერძზე უარს ვერავინ იტყვის!

ინგრედიენტები

  • 1 კგ ღორის ხორცი
  • 1 კგ კარტოფილი
  • 2 ც დიდი ზომის ხახვი
  • 1 თავი ნიორი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • 2 ს.კ. კეჩუპი
  • 50 მლ ნაღები
  • 150 გრ დამარილებული სოკო
  • ახალი მწვანილი, მარილი და სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი 

1. გათალეთ კარტოფილი და დაჭერით წრეებად. საცხობ ლანგარს წაუსვით მცენარეული ზეთი და მასზე დაალაგეთ დაჭრილი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

2. დაჭერით ხორცი სტეიკის ნაჭრებად და თითოეული გააბრტყელეთ სამზარეულოს ჩაქუჩით ორივე მხარეს. თითოეულს მოაყარეთ მარილი და სანელებლები.

3. ხორცის ნაჭრები დაალაგეთ კარტოფილზე და წაუსვით მაიონეზი. ზემოდან კი სოკო მოაყარეთ.

4. დაჭერით ხახვი რგოლებად და სოკოს ზემოდან დაალაგეთ. წაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ მარილი.

5. შეურიეთ ერთმანეთს ნაღები, გახეხილი ყველი და დაჭყლეტილი ნიორი. ზემოდან მოასხით ეს ნაზავი ღვეზელს.

6. ღვეზელს ზემოდან დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ და მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-60 წუთით. იმისათვის, რომ ღვეზელი ზემოდან არ დაიწვას, ცხობის დროს გადააფარეთ მას ფოლგა ან პერგამენტი.

7. ცხობის დამთავრებამდე საცხობ ლანგარს მოაშორეთ ფოლგა და გამოაცხვეთ ღვეზელი კიდევ 5 წუთით, რომ ყველმა ფერი შეიცვალოს და ქერქი მადისაღმძვრელი გახდეს. გემრიელად მიირთვით!