როგორ გამოვაცხოთ გემრიელი ყაბაყი ღუმელში

2751
როგორ გამოვაცხოთ გემრიელი ყაბაყი ღუმელში
როგორ გამოვაცხოთ გემრიელი ყაბაყი ღუმელში

ამ დაბალ კალორიულ წასახემსებელზე ვგიჟდები, რადგან სასაცილოდ მარტივად და სწრაფად მზადდება: დაჭერით, ამოავლეთ, გამოაცხვეთ და მზად არი! განსაკუთრებით კარგი ასეთი გემრიელობა მაშინ არის, როცა მავნე და ხრაშუნა საკვების ჭამის სურვილი გიჩნდებათ.

ღუმელში გამომცხვარი დიეტური ყაბაყის რეცეპტი ოჯახის ყველა წევრს მოეწონება და დიდი სიამოვნებით მიირთმევენ, მათ შორის პრეტენზიული ბავშვები და გურმანი უფროსები. ყაბაყის ჩხირები ფრი კიდევ ერთი ნაჭერის ჭამის სურვილს გაგიჩენთ…

როგორ გამოვაცხოთ გემრიელად ყაბაყი ღუმელში

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ყაბაყი
  • 50 გრ ფქვილი
  • 20 გრ სახამებელი
  • 1 კვერცხი
  • 100-120 გრ დაფქული სუხარი
  • 30 გრ მყარი ყველი
  • 1 მწიკვი ხმელი ბეგქონდარა
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

სოუსის ინგრედიენტები:

  • 200 გრ ნატურალური იოგურტი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1-2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 2-3 კბილი ქინძი

მომზადება:

1.ჯერ სოუსი მოამზადეთ: ნიორი და ქინძი წვრილად დაჭერით, იოგურტს და ზეითუნის ზეთს აურიეთ. კვერცხის სათქვეფით ათქვიფეთ, მარილი გემოვნებით მოაყარეთ და გააჩერეთ.

2.მანამდე ყაბაყი დაჭერით ისე, როგორც კარტოფილი ფრი და ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ, რომ ზედმეტი სისველე მოაშოროთ.

3.დაჭრილი ყაბაყი დიდ პოლიეთილენის პარკში მოათავსეთ, დაუმატეთ სახამებელი, ფქვილი, მარილი და დაფქული შავი წიწაკა. პარკს თავი მოუჭირეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რომ ფქვილი და და დანარჩენი ინგრედიენტები ყაბაყზე თანაბრად გადანაწილდეს.

4.ცალკე თასში კვერცხი ათქვიფეთ. ცალკე ჭურჭელში დაფქული სუხარი, წვრილად გახეხილი ყველი და მწიკვი ხმელი ბეგქონდარა აურიეთ. თითოეული ყაბაყი ჯერ კვერცხში, შემდეგ კი დაფქულ ნარევში ამოავლეთ.

ყაბაყს ზედმეტი სუხარი მოაშორეთ და ტაფაზე ან საცხობ ფორმაზე(წინასწარ პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ) დააწყვეთ. ყაბაყი რომ ხრაშუნა გამოვიდეს, ერთმანეთისგან ცოტა მოშორებით დააწყვეთ.

5.ყაბაყი 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით გამოაცხვეთ. მზა ყაბაყის ჩხირები სუფრაზე იმწამსვე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!