რიგატონი – იტალიური მაკარონის, ანუ პასტას ნაირსახეობაა, სიგრძით 4 სმ. მილაკები, რომლებიც შედარებით თხელი ცომისგან მზადდება. რიგატონის უპირატესობა პასტის სხვა სახეობებთან ისაა, რომ ხარშვისას დაახლოებით სამჯერ იმატებს ზომაში, თუმცა ამასთან არ კარგავს ფორმას. ნამდვილ რიგატონის პაკეტს ქვემოთ უნდა ეწეროს – რიგატონი.
ინგრედიენტები:
- 500 გ პასტა რიგატონი
- 3 ჭიქა (750) კანგაცლილი და დაჭყლეტილი პომიდორი თავისი წვენით
- 10 ცალი ფეხებგამოცლილი და წვრილად დაჭრილი დამარილებული ანჩოუსი
- 2 ს/კ წვრილად დაჭრილი როზმარინი
- 1/2 ჭიქა (60გ) გახეხილი პარმეზანი
მომზადების წესი:
- მაკარონი რიგატონი დიდ ქვაბში ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ.
- დიდ ტაფაზე მოათავსეთ პომიდორი, ანჩოუსი და როზმარინი. ტაფა დაბალ ცეცხლზე შემოდგით 10 წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
- მოხარშული პასტას დაუმატეთ ტაფაზე მომზადებული სოუსი, კარგად ამოურიეთ და მოაყარეთ გახეხილი ყველი პარმეზანი.
გემრიელად მიირთვით!