ფარშირებული ბადრიჯანი ბოსტნეულით – ეს ძალიან გემრიელი და მერტივი კერძია. სალათებს და გარნირებს ძალიან უხდება.
ინგრედიენტები
- ბადრიჯანი 2 ცალი
- ფარში 250გ
- ხახვი 1კგ
- ნიორი 3 კბილი
- პომიდორი 3 ცალი
- მწარე წიწაკა
- პომიდვრის პასტა 2 სუფრის კოვზი
- ოხრახუში და კამა
- მარილი და წიწაკა
- მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
- წყალი 2 ჭიქა
მომზადება
- გარეცხეთ ბადრიჯანი და ჩაჭერით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. კოვზის დახმარებით ამოიღეთ გული. ნავის ფორმა უნდა გამოგვივიდეს. მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 20-30 წუთი.
- გულსართისთვის მოთუშეთ ხახვი ფარშთან ერთად. დაუმატეთ პომიდვრის პასტა, მოურიეთ და მოთუშეთ 1 წუთი.
- დააქუცმაცეთ პომიდორი და დაუმატეთ ფარშს.
- ფარშს დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი და წიწაკა, მოთუშეთ კიდევ 10 წუთი. დაუმატეთ მარილი, წიწაკა, სანელებლები და მწვანილი. გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
- გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხვეთ, ამოავსეთ ფარშით, ზემოდან დაალაგეთ წიწაკა და პომიდორი.
- პომიდვრის პასტას დაუმატეთ წყალი, მარილი, წიწაკა და მოასხით მიღებული სოუსი ბადრიჯანს.
- გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 40-45 წუთი.
გემრიელად მიირთვით!