რბილი ფუნთუშები ხაჭოსა და ქიშმიშის შიგთავსით

957

გემრიელი, ჰაეროვანი ფუნთუშები ხაჭოსა და ქიშმიშის შიგთავსით.

ამ რეცეპტით ძალიან მარტივად მოამზადებთ.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 400გ
  • კარაქი 50გ
  • რძე 200მლ
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • საფუარი 1 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი

შიგთავსისთვის

  • ხაჭო 250გ
  • ქიშმიში 70-80გ
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • შაქარი 80გ

მომზადება

  1. თბილი რძე ჩაასხით ჭიქაში.
  2. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და მშრალი საფუარი.
  3. მოურიეთ, მოაყარეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი.
  4. ისევ მოურიეთ და დაროვეთ თბილ ადგილას 15-20 წუთი.
  5. ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ შაქარი.
  6. შემდეგ, დაუმატეთ მარილი და გამღვალი კარაქი.
  7. კარგად მოურიეთ მიღებულ მასას და დაუმატეთ თავდაპირველს.
  8. არ იჩქაროთ, ფრთხილად მოურიეთ.
  9. ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი.
  10. მოზილეთ ცომი. შემდეგ, ჩაასხით მცენარეული ზეთი (სურნელის გარეშე).
  11. ისევ მოურიეთ ცომს და გადაიტანეთ ფქვილით დამუშავებულ სამუშაო მაგიდაზე.
  12. კარგად დაამუშავეთ ცომი და გადაიტანეთ სუფთა ჯამში.
  13. ცომს დააფარეთ პირსახოცი, მოათავსეთ თბილ ადგილას და დაელოდეთ 1-1,5 საათი.
  14. მაგიდაზე მოფანტეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი.
  15. ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და დაყავით ტოლ ნაწილებად.
  16. თითოეული ნაწილი დააბურთავეთ და გადააფარეთ პირსახოცი.
  17. სანამ ცომი ფუვდება, მოვამზადოთ შიგთავსი.
  18. ჯამში მოათავსეთ ხაჭო, დაუმატეთ კვერცხის გული.
  19. მოაყარეთ შაქარი და ქიშმიში (ქიშმიში გარეცხეთ ცხელი წყლით და გააშრეთ).
  20. მოურიეთ კოვზით. შიგთავსი მზად არის!
  21. ცომის ბურთულას ოდნავ ჩააჭირეთ ხელი და გააბრტყელეთ.
  22. ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი, შეაერთეთ კუთხეები.
  23. ფუნთუშა დაამრგვალეთ.
  24. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ამოფინეთ პერგამენტით, გადაიტანეთ მასზე ფუნთუშები.
  25. ფუნთუშებს გადააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 20 წუთი.
  26. ფუნთუშებს წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
  27. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!