რბილი საფუვრიანი ცომის იდეალური რეცეპტი ღვეზელისთვის. მეორე დღეს არ ხმება

334

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ცომის იდეალურ რეცეპტს შემწვარი ღვეზელისთვის. თითქოს, რა უნდა იყოს ახალი? ამ ცომით შემწვარი ღვეზელი იმდენად გემრიელი გამოდის, რომ დამატებას მოითხოვთ.

ცომი შემწვარი ღვეზელისთვის

ღვეზელი შეგიძლიათ შეწვათ, გამოაცხოთ ან სხვა მეთოდით მოამზადოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ცომი საფუძველია. თუ ფქვილით ზედმეტად გაავსებთ, გემრიელ ღვეზელს ვერ მოამზადებთ. პროპორციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. იმპროვიზაცია არ ჩართოთ. თუ ნათქვამია, რომ ცომს 1 საათი დასვენება სჭირდება, დაასვენეთ. აი, დღევანდელი რეცეპტით მომზადებულ ცომს დასვენება არ სჭირდება, ამიტომ კიდევ უფრო მომწონს.

ინგრედიენტები:

  • 700 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 10 გ მშრალი საფუარი
  • 250 მლ მდუღარე წყალი
  • 250 მლ თბილი წყალი
  • შიგთავსი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. 3 ს/კ ხორბლის ფქვილი, მარილი და შაქარი ღრმა თასში აურიეთ. ზეთი და მდუღარე წყალი დაუმატეთ, კარგად აურიეთ.

2. ოდნავ შეგრილებულ მასას თბილი წყალი დაასხით. საფუარი და დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. ხელზე არ უნდა გეკვროდეთ. რბილი და ნაზი უნდა გამოვიდეს.

3. ასაფუებლად გაჩერება საჭირო არაა. მზა ცომი დააგუნდავეთ და მომავალი ღვეზელების მომზადება დაიწყეთ. ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ, პირსახოცი დააფარეთ და 3-5 წუთით გააჩერეთ. შიგთავსად ნებისმიერ რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ბარდა, კარტოფილი, კომბოსტო ან ხორცი. ექსპერიმენტები ჩაატარეთ!

4. ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და ღვეზელები ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. შემწვარი ღვეზელები ქაღალდზე დააწვეთ. ასე ზედმეტი ცხიმი მოშორდება.

ღვეზელის ცომის რეცეპტი

ასეთი ცომით ღვეზელები ადვილად გამოცხვება. ასე ნაკლებად ცხიმიანი გამოვა. ხაჭოთი მომზადებული ცომი ჯანსაღ კვებასთან უფრო ახლოსაა. შიგთავსად შემწვარი სოკო შეგიძლიათ გამოიყენოთ. ძალიან გემრიელი გამოვა.

მარხვის პერიოდში არა მხოლოდ სამარხვო ღვეზელი, არამედ პიცა შეგიძლიათ მოამზადოთ. პატარა სპოილერი: იქ მხოლოდ ბოსტნეული არაა. საკმარისია, ვეგანური ყველი და ძეხვი შეიძინოთ. გემრიელი და ნოყიერი გამოდის. რეცეპტს უკრაინელი ბლოგერი ლილია ცვიტი გვიზიარებს. იპოვეთ სტატია ლინკზე!