უკვე 70 წელზე მეტია, რაც მიკროტალღური ღუმელი გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. დამეთანხმებით, რომ ის ნამდვილად შეუცვლელია. რთულად მოსაძებნია ადამიანი, რომელიც მიკროტალღურს არ იყენებს.
მისი არსებობის დღიდან მის გარშემო უამრავი მოსაზრება ბრუნავს. ზოგი მას არაუსაფრთხო მოწყობილებად თვლის. დღეს ჩვენი რედაქცია შეეცდება ამ საკითხების გარჩევას.
პირველი, რაც ეჭვებს იწვევს – სასარგებლო ნივთიერებების დაკარგვაა მიკროტალღურში კერძის მომზადებისას. ამ შეკითხვაზე დაზუსტებული პასუხი სამწუხაროდ არ გვაქვს. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია პროდუქტის მომზადების დროზე.
კვლევების თანახმად დამტკიცდა, რომ ბროკოლის შეუძლია დაკარგოს 97% ფლავანოიდები. ეს განსაკუთერებული ნივთიერება ანტიმიკორბულ თვისებებს შეიცავს.
მაგრამ სხვა ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ სწარფი მომზადების შედეგად სასარგებლო ნივთიერებები არ იკარგებიან. გაგიკვირდებათ, მაგრამ გაცხელებისას პროდუქტში არსებული ნივთიერებების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ თითოეული პროდუქტის მომზადების დრო.
შემდეგი საკითხი – პლასტმასის ჭურჭლის გაცხელება. მე არ გირჩევთ ამის გაკეთეებას.
კვლევების თანახმად, ზოგიერთი სახეობის პლასტმასი გახურებისას მავნე ნივთიერებებს გამოყოფს.
იმისათვის, რომ პლასტმასი მეტად მოქნილი გახადონ მას უმატებენ ფტალატებს. ამ ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, აუცილებლად დაირღვევა მისი მოქმედება.
უსაფრტხოებისთვის მე გირჩევთ საკვების კერამიკულ ჭურჭელში გაცხელებას. თუ პლასტმასზე ამოტვიფრულია ასო “V” , “PVC” ან 3 მაშინ ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ის შეიცავს ფტალატებს.
მიკროტალღურს საკვების მოსამზადებლად არ გირჩევთ. საკვები არათანაბრად თბება. ეს მოწყობილობა კერძის გასაცხელებლად იდეალურია, მაგრამ მოსამზადებლად მას ვერ გამოიყენებთ.
იდეალურ ვარიანტში კერძის მხოლოდ 1 გაცხელება შეიძლება. ყოველ შემდეგ გაცხელებაზე, თქვენ ბაქტერიების გამრავლებას შეუწყობთ ხელს.
ლეგენდები გამოსხივების შესახებ
ადრე დადიოდა ლეგენდები, რომ მიკროტალღურის გამოსხივება ადამიანს ვნებს. მაგრამ ეს ასე არ არის. აქ ჩვენ საქმე ძალიან დაბალი სიმძლავრის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან გვაქვს. იგივე გამოსხივებას გამოყოფს რადიოტექნიდა და ნათურა. როცა პროდუქტი მიკროტალღურში მოხვდება, ის უბრალოდ ამ სხივებს იწოვს. მოწყობილების გარეთ ეს სხივები არ გამოდის.
მიკროტალღურის გამოსხივება არ არის თქვნი ჯანმრთელობისთვის საზიანო. მას არ შეუძლია თქვენი დნკ – ს დაზიანება.