რა დეტალები უნდა გაითვალისწინოთ ქართული სუპხარჩოს მომზადების დროს. გამოცდილი რეცეპტი

1418

სანელებლები და სიცხარე – აი, რატომ გვიყვარს ქართული სამზარეულო. ხორცის, ბოსტნეულის და სანელებლების წარმატებულ კომბინაციას სწორედ აქ იპოვით. ქართული სუპხარჩო გამონაკლისს არ წარმოადგენს. ეს კერძი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც პოპულარულია.

ქართველები თვლიან, რომ წვნიანში ნახევარი სითხე უნდა იყოს. სუპხარჩო – ამ წესის საყვარელი გამონაკლისია. სისქის და ნოყიერების გამო ამ პირველ კერძს ქართველები სრულყოფილ სადილად ან ვახშმად მიიჩნევენ. თუ ქართული ხარჩო არ გაგისინჯავთ, დრო არ დაკარგოთ!

ინგრედიენტები:

  • 600 გრ ღორის ხორცი
  • 250 გრ ბრინჯი
  • 3 ლ წყალი
  • 2 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ აჯიკა
  • 0,5 ჩ/კ წიწაკის ნარევი
  • 3 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 0,5 ჩ/კ წითელი, დაფქული წიწაკა
  • 0,5 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
  • კამა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • ოხრახუში გემოვნებით

მომზადება:

1. ღორის ხორცი კუბებად დაჭერით და ზეთში გახურებულ ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

2. ქვაბში წყალი ჩაასხით და ხორცი დაუმატეთ. ძლიერ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ წყალი არ ადუღდება. ამის შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, ქვაბს თავსახური დააფარეთ და 1 საათით ხარშეთ.

3. სტაფილო ნახევარ რგოლებად დაჭერით, ხოლო ხახვის რგოლები ოთხად გაჭერით. მწვანილი და ნიორი დააქუცმაცეთ.

4. ჯერ ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით, შემდეგ სტაფილო დაუმატეთ, 3 წუთში ნიორი, კიდევ 1 წუთში – მწვანილი.

5. 1 წუთის შემდეგ ბოსტნეულს 5 ს/კ ბულიონი და პომიდვრის პასტა დაუმატეთ და აურიეთ. ამის შემდეგ აჯიკა, სანელებლები და მარილი დაუმატეთ და კვლავ კარგად აურიეთ. 20 წუთით სუსტ ცეცხლზე თავდახურულ ტაფაზე თუშეთ.

6. ბრინჯი გარეცხეთ და ბულიონი დაასხით, 10 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ სართავი დაუმატეთ და კიდევ 10 წუთით ხარშეთ. ბოლოს ცოტა მწვანილი დაუმატეთ. წვნიანი მზადაა!

სუპხარჩოს ტრადიციულ რეცეპტში ძროხის ხორცი გამოიყენება და არა ღორის ხორცი. კერძის ეს ვარიანტიც აუცილებლად სცადეთ. თუ წვნიანში ნიგვზის არსებობა არ გაშინებთ, დააქუცმაცეთ და სართავს ტაფაზე დაუმატეთ. ინგრედიენტი კერძს ორიგინალურ და განსაკუთრებულ გემოს შემატებს.