რახანია უკვე ბადრიჯანს შეწვის ნაცვლად ვაცხობ

1060

თუ გინდათ გემრიელი და მსუბუქი საკვების მომზადება, მაშინ ეს რეცეპტი აუცილებლად წაიკითხეთ!

ბადრიჯნის ნავები გამომცხვარი ღუმელში ნამდვილად უგემრიელესია.

ინგრედიენტები

  • 1კგ ბადრიჯანი
  • 1,5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 2 ჩაის კოვზი აჯიკა
  • 1,5 ჩაის კოვზი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი ბალზამირებული ძმარი
  • მარილი
  • 1 ჩაის კოვზი იტალიური სანელებლები

მომზადება

1.გარეცხეთ და გააშრეთ ბადრიჯანი. შუაზე გაჭერით და დასერეთ. არ დაზიანოთ ბოსტნეული ქერქი. მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 20 წუთი.

2.მდოგვს დაუმატეთ თაფლი, აჯიკა და ძმარი.

3.გაასუფთავეთ ნიორი. დაჭყლიტეთ და დაუმატეთ მომზადებულ მასას. მოაყარეთ მარილი და სანელებლები.

4.გარეცხეთ ბადრიჯანი და გააშრეთ.

5.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ზეთი. მოათავსეთ ნახევარი ნადრიჯანი და მოასხით ზეთი. წაუსვით მომზადებული მასა სქლად.

6.გამოაცხეთ 190 გრადუსზე 30-50 წუთი. თუ ზემოდან წასმული მასა დაიწყებს წვას, დააფარეთ ფოლგა და გამოაცხეთ 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!